დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა
2011/03/16 12:34:55

თავისუფალი დემოკრატების ლიდერები  ქუთაისს სტუმრობდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა კინოთეატრ „სულიკოში“ გამართეს.

„ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ხელისუფლების შეცვლას ამომრჩველთან ერთად ვგეგმავთ, რათა ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოვიყვანოთ. აქტიურად ვმუშაობთ, რათა პარტიას წარმომადგენლობა ჰქონდეს ყველა ქალაქსა და სოფელში. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ქუთაისელების აქტიურობა. აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ამ პროცესის შედეგს ძალიან მალე დაინახავს თითოეული მოქალაქე“. - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა რევოლუციით. საზოგადოებას მოუწოდა, სწორი არჩევანი შიშისა და ზეწოლის გარეშე გააკეთონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია