დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიჯესტი
როგორ აღინიშნა 26 მაისი თბილისსა და რეგიონებში
2015/05/27 00:32:18

 

საქართველოს სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის 24-წლიანი ისტორიას 26 მაისს სახალხოდ, ქვეყნის  მასშტაბით აღნიშნავდნენ.


დამოუკიდებლობის დღე ზეიმითა და სხვადასხვა სახის ღონისძიებით თითქმის ყველა ქალაქში აღინიშნა და ისევ გრძელდება, თუმცა ეპიცენტრი მაინც ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი იყო, სადაც 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პატრიარქი დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. მარგველაშვილის შემდეგ სიტყვით ქვეყნის პრემიერი ირაკლი არიბაშვილი გამოვიდა. დამოუკიდებლობის დღე სამხედრო მოსამსახურეებს და საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ავღანეთიდან მიულოცა.


თბილისში, რუსთაველის გამზირზე გასეირნება და  ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოფენილი პროდუქციის დათვალიერება დილიდან იყო შესაძლებელი. აქ ქვეყნის ყველა სამინისტროს სტენდი იყო წარმოდგენილი,  საზოგადოებას სხვადასხვა უწყების მუშაობისა და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოსმენა თავად უწყების წარმომადგენლებისგან და მინისტრებისგან შეეძლოთ.


პრეზიდენტმა თბილისის შემდეგ ქუთაისში III ბრიგადის სამხედროებთან გადაინაცვლა. ის  ბრიგადის პირად შემადგენლობას, საცხოვრებელ პირობებსა და სამხედრო აღჭურვილობას გაეცნო. ამის შემდეგ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი არის ფუნდამენტი ზოგადად ქართული სახელმწიფოს სიძიერის და ასევე აღნიშნა, რომ სამხედროების პროფესიონალიზმზე პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის სიმშვიდე და სიძლიერე. მან დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა მოსახლეს მიულოცა, განსაკუთრებულად კი ქვენის გარეთ მყოფ ქართველები მოიკითხა.


,,ერები იბადებოდა და კვდებოდა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ იდგა ჯარისკაცების ხარჯზე, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ ამ მშვენიერ და სათაყვანებელ სამშობლოს. დღეს მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვზეიმობ დამოუკიდებლობის დღეს’’ - აღნიშნა  პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში ჯარისკაცენთან შეხვედრისას.


ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რის შემდეგაც გიორგიმარგველაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისადილა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მე-3 ქვეით ბრიგადას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა, რომელიც ბრიგადის შემადგენელ სხვადასხვა ბატალიონებში გადანაწილდება.


პრეზიდენტთან ერთად ქუთაისს დღეს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტან კაპანაძე, უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი ირინე იმერლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ. მათ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცეს დღევანდელი დღე და აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობა არის ის ფასეულობა, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ,,ჩვენს ჯარასკაცებთან ერთად დღეს აქ იდგნენ ამერიკელი ჯარისკაცები, ეს ხდება პირველად და ეს  უპრეცენდენტო მხარდაჭერის მაგალითი იყო. ეს იმის მაჩვენებელიც იყო, რომ ჩვენ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები ვართ. განსაკუთრებით მინდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს მივულოცო და საქართველოს ვუსურვო გამთლიანება’’ - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა დღეს ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას. ქუთაისში დღის აღნიშვნა ისევ გრძელდება და დაგვირგვინდება კონცერტით, რომლისთვისაც დღეს ქაალქში დიდი სცენაც დაამონტაჟეს. დღის ბოლო კი საზეიმო ფეიერვერკით დაგვირგვინდა.


დამოუკიდებლობის დღე  საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა მიულოცა. მათ შორის იყო ლიტვის პრეზიდენტიც, დალია გრიბაუსკაიტემ ვილნიუსის ცენტრში გამართულ სპეციალურ ცერემონიაში მონაწილეობაც მიიღო. მოგვიანებით კათედრალის მოედანზე კი საქართველოსა და ლიტვის დროშები გამოიფინა.


ბათუმში თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკის , შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოიფენა გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ტექნიკა დაეთვალიერებინათ.


ასევე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სანაპიროდან მოხატული ფრანები და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები გაუშვეს. აღნიშნული სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია" ფარგლებში განხორციელდა.


ბათუმისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო საქარველოში პირველად ოლიმპიური ცეცხლი სარფში შემოვიდა. ფაქტის აღსანიშნად ქალაქში პიაცაზე დიდი კონცერტი გაიმართა.


გურიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მერაბ ჭანუყვაძემ ქალაქის ცენტრში იუსტიციის სახლის წინ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტული განვითარების ცენტრში გამართულ შეჯიბრს დაესწრო. ფრენბურთში ერთმანეთს დაბა ნარუჯის, ასკანის, შემოქმედისა და ვაკიჯვრის გუნდები დაუპირისპირდნენ. 
საფრენბურთო შეჯიბრი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, ტრადიციულად, ყოველი წლის 26 მაისს იმართება.


 

ბორჯომში კი ხვალ შინაგან საქმეთამინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნის. 


ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩის, სკვერის და ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნა 12:00 საათზე გაიმართება. 

 

მოამზადა ლალი შენგელიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია