დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნუ წაართმევთ ქუთაისს მომავალს!" - ქუთაისელები საპარლამენტო სტატუსის დათმობას არ აპირებენ
2018/10/03 00:40:00

დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობის  წინ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტ აქცია დაიწყო. ისინი ქუთაისიდან პარლამენტის გადატან და ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის წართმევის წინააღმდეგი არიან.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ არასამათავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რიგითი ქუთაისელები და ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი მთავარი სლოგანი იყო "ნუ წაართმევთ ქუთაისის მომავალს"!

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას, მათ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ,საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოუწოდა, რომ აქციას შეერთებოდნენ, თუმცა უმრავლესობა აქციას არ შეუერთდა და რადგან, მათი თქმით,  პარლამენტის გადატანის საკითხი საკრებულოს კომპეტენეცია  არ არის და ახლა  ლოდინია საჭირო.
დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ისე გადაწყვეტს ამ საკითხს, როგორც ქუთაისისთვის იქნება უკეთესი. დამატებით ძალიან ბევრი სიკეთე ემატება ამ ქალაქს და კეთდება ბევრი კარგი პროექტი,"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ,ნიკა ლატარიამ.

პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გასაპროტესტებლად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სამბოში და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატმა, ბესო მიქელთაძემ მშრალ შიმშილობას მიმართა და განაცხადა, რომ შიმშილობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობა მისცემს.





 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია