საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ბაღდათელი პედაგოგი გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/05 11:40:00

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდა.

 

ჟიურის გადაწყვეტილებიტ, ეს ჯილდო ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგს მანანა კაპეტივაძეს ერგო. მას, ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან 10 000 ლარი გადაეცა. 

 

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული სექტემბერში დასახელდა.

 

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები იყვნენ:

 

ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;



„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

 

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია