დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „სახლი სიხარულისა“ ქუთაისური ჩვენება
2010/11/29 14:54:34

ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ქუთაისელი მაყურებლისთვის შემოდგომის დღეების ფარგლებში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „სახლი სიხარულისა“ ჩვენება-განხილვა მოეწყო.

„ძალიან მახარებს, რომ ამ ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ქალაქში, სადაც პირველი ქართულ ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ჩემი ფილმი არის ადამიანების შესახებ, რომლებმაც გადაიღეს „ქეთო და კოტე“. ფილმში ასახულია, როგორ წარმოიშვა ჯერ პიესა ამ თემაზე, შემდეგ მუნჯი ფილმი და 40-იან წლებში სრულმეტრაჟიანი ფანტასტიური მიუზიკლი.“ – აღნიშნა გაზეთ @www.psnews.ge.# – თან საუბარში მერაბ კოკოჩაშვილმა.

თამთა თურმანიძე, კინომცოდნე: „ეს გახლდათ დროში მოგზაურობა და რეჟისორმა საოცარი ხელოვნებით გვიჩვენა საქართველოს ისტორია – მე-19, მე-20  საუკუნის თბილისი, თეატრი, კინო. ფილმის გადაწყვეტა ცოტათი უჩვეულოც  არის – მხატვრული და დოკუმენტურის ერთგვარი ნაზავია.

ამ ფილმმა აუცილებლად უნდა იმოქმედოს შენზე, თუ ხარ ქართველი, თუ გახსოვს ისტორია. ის, რომ ხარ ძალიან დიდი კულტურის ნაწილი, რომელმაც შექმნა პოლიფონიური სიმღერა, უნიკალური ცეკვა.“

ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელსა და რეჟისორს შორის დიალოგი გაიმართა თემებზე: როგორ შეიქმნა ფილმი, თავად რეჟისორის შემოქმედებასა და დღევანდელი ქართული კინოს პრობლემებზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია