დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ღირსეულ ქუთათურთა სილუეტები“
2010/11/08 13:05:36

90 წელს მიტანებულმა მწერალმა და მეცნიერმა, პროფესორმა სიმონ არველაძემ 2 ნოემბერს დამსწრე საზოგადოება გააოცა, ისეთი ჭაბუკური შემართებითა და ჟესტიკულაციით ისაუბრა თავის 30-ე წიგნზე „ღირსეულ ქუთათურთა სილუეტები“. ამ 45-წუთიანი მონოლოგის ჟამს, დროდადრო, საკუთარი ლექსები ისე წაიკითხა, სათვალე გულის ჯიბეშიც კი არ უჩანდა. ასე რომ, მისი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ისღა დარჩენოდა, ტაშით დაეჯილდოებინა ზღვა ენერგიით სავსე უხუცესი ორატორი.

„ღირსეულ ქუთათურთა სილუეტების“ პირველ წიგნს კარგი შეფასება მისცეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მწერლებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. მათ ხაზი გაუსვეს ავტორის კეთილშობილურ ჩანაფიქრს - შთამომავლობას შემოუნახოს ნაღვაწარი არაერთი ღირსეული ადამიანისა, რომელთა შორის არიან: პედაგოგები, მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები, საზოგადოების კოლორიტული წარმომადგენლები.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია