საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული თეატრის წარმომადგენლებმა პროექტ "ტელესპექტაკლი "-ს ჩვენების გაუქმება გააპროტესტეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/11 14:55:02

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში  ქართული თეატრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები შეიკიბნენ და აჭარის ტელევიზიის მიერ პროექტ "ტელესპექტაკლი "-ს   ჩვენების  გაუქმება გააპროტესტეს.


პროექტის მნიშვნელობზე საუბრობს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი  კოტე აბაშიძე:

" ეს პროექტი არის ყველაზე გლობალური და მასშტაბური კონპროდუქცია   დამოუკიდებელი საქართველოს  ისტორიაში, რომელიც თეატრმა და ტელევიზიამ ერთობლივად შექმნა. მისი  ტელესივრციდან გაქრობა არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე და რეგიონალურ კულტურაზე.


აღნიშნული პროექტი სამი წლის წინ დაიწყო, ის გულიხმობდა რეგიონებში დადგმული სპეკტაკლების გადაღებასა და დამოუკიდებელი ტელესპეკტაკლების შექმნას. ამ სამი წლისს განავლობაში სულ გადაღებულია 60-მდე სპეკტაკლი,  მათ შორის 53 - დადგმული, ხოლო 7-დამოუკიდებელი ტელსპეკტაკლი.


პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური კულტურის განვითარებას, რეგიონში მოღვაწე თეატრებისა და მსახიობების პოპულარიზციას. სხვა რომ არაფერი, ის  არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტი. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებობს რეგიონალური განვითარების გეგმა.  მითხარით, როგორ შეიძლება რეგიონების განვითარება, რეგიონალური კულტურის გარეშე?!


დიდი იმედი გვაქვს, იმ ტელევიზიასთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, მივაღწევთ კონსესუს და არ დაგვჭირდება  პროტესტის სხვა ფორმების გამოყენება."


 

   შეგახსენებთ, თეატრის მოღვაწეთა კავშირი დღეს აჭარის  მოზარდთა თეატრში შეხვდება აჭარის ტელევიზიის ბორდს და იმსჯლებენ პროექტის მომავალზე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია