დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დახურვის პირას მდგარი კერძო სკოლები
2011/06/27 12:14:27

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლებში საატესტატო გამოცდების მიმდინარეობის ნაკლები სიმკაცრით შეფასებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, შედეგებმა  მათი დაუფარავი უკმაყოფილება და უმკაცრესი შეფასება გამოიწვია. დიმიტრი შაშკინის უწყებამ  „შავი სია“ გამოაქვეყნა, სადაც ის სკოლებია მითითებული, რომელთა მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბარიერი ვერ გადალახეს, შესაბამისად - სკოლის დამთავრების ატესტატიც ვერ მოიპოვეს, მოსწავლეების უმეტესობამ კი დაბალი შეფასება აჩვენა.

საჯარო და კერძო სკოლებში გამოცდები ივნისის თვეში, ე.წ. კატის სისტემით, 8 საგანში ჩააბარეს, ბარიერად 5, 2 მეათედი ქულა იყო დაწესებული. სწორედ გამოცდების შედეგები გახდა საფუძველი „შავი სიის“ შექმნისა, რომელშიც მხოლოდ კერძო სკოლები მოხვდნენ, მათ შორის - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის მრავალდარგოვანი კოლეჯი, რომელიც ახალგაზრდობის გამზირის ? 91-ში  მდებარეობს. აქ  87 მოსწავლიდან 2 ჩაიჭრა, დანარჩენებმა კი საშუალოდ 7 და 6 ქულიანი შეფასებები მიღეს.

ამ ფაქტის გამო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ია ხურცილავას დავუკავშირდით, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და სატელეფონო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გვირჩია, რომ ფაქტი კარგად გადაგვემოწმებინა, რადგან მისი სკოლა არავითარ სიაში არ იმყოფებოდა, „მე ახლა თბილისში ვიმყოფები, განათლების სამინისტროში შემაქვს საბუთები“. თავად სკოლაში კი აცხადებენ, რომ მოსწავლეებმა წლის განმავლობაში რა შეფასებაც მიიღეს, გამოცდებშიც იგივე შედეგი აჩვენეს.

ქუთაისის გარდა შავ სიაში შემდეგი ქალქების სასწავლებლები მოხვდნენ: „თბილისის სასწავლებლები:  შპს „ორიენტირი“; შპს სამედიცინო ინსტიტუტის „პანაცეას“ სკოლა; შპს  საბანკო იურიდიული ლიცეუმი; (მე-2 საფეხური)

შპს  მრავალპროფილიანი სკოლა „იავნანამ რა ჰქმნა“? შპს სკოლა-ლიცეუმი „საუნჯე“; შპს  სკოლა-გიმნაზია „თემიდა“

ბათუმის შპს. დამოუკიდებელ ინსტიტუტთან არსებული სკოლა,

სენაკის კერძო სასწავლებელი, სახელწოდებით „ლია ცანავა“ - ეს იმ სკოლების ჩამონათვალია, რომლებიც სიაში მოხვდნენ.

შესაძლოა, ეს სკოლები დაიხუროს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ შედეგებს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

წლის განმავლობაში სახელმწიფო კერძო სკოლებში 21 მილიონ ლარს ხარჯავს. სასწავლო ვაუჩერები, სახელმწიფო სკოლების მსგავსად კერძო სკოლების მოსწავლეებსაც გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვები ცალკე იხდიან თანხას. ზოგ სკოლაში კი საკმაოდ სოლიდურს. საზოგადოებაში დაფარულად ამბობენ, რომ ზოგიერთი კერძო სკოლის დირექტორები მასწავლებლებს პირდაპირ აძლევენ მითითებას - მოსწავლეებს უცოდინრობის მიუხედავად, მაინც დაუწერონ მაღალი შეფასება, რათა არ დაკარგონ კონტიგენტი.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აპირებენ, ზუსტად გაარკვიონ თუ სად და როგორ იხარჯება მათ მიერ გამოყოფილი თანხა. აქედან გამომდინარე, რა ხარისხის ცოდნას იღებენ მოსწავლეები.

მანამდე კი, დაბალი შეფასების გამო, უწყების მთავარმა პირმა, დიმიტრი შაშკინმა, სკოლებში არსებულ „სამეურვეო საბჭოებს“ დაავალა, შეესწავლათ ადმინისტრაციის და დირექტორების  საქმიანობა. უარყოფითი დასკვნების შემთხვევაში დაეყენებინა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, განათლების სამინისტრომ უფრო მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა.

„შავ სიაში“ მოხვედრილი სკოლის დირექტორების უმეტესობა არ ეთანხმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და თავად აპირებენ  სიტუაციაში გარკვევას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია