დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მარსი დედამიწელთა ობიექტივში
2012/08/10 21:06:41

მარსი დედამიწელთა ობიექტივში

ცნობისმოყვარეობა არ ნელდება „ცნობისმოყვარეობის“ ირგვლივ. „ცნობისმოყვარეობა“ (Curiosity), ასე ჰქვია Nasa – ს კოსმოსურ აპარატს, რომელიც მარსზე დაჯდა. Nasa-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მარსის კრატერი - ტერიტორია, სადაც გაშვებული რობოტი დაეშვა, ძალიან ჰგავს დედამიწას. კონკრეტულად კი, კალიფორნიაში არსებულ მოჰავეს უდაბნოს, მსგავსი მთებითა და ჰორიზონტით. „პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ შეიგრძნობთ, არის დედამიწის მსგავსი პეიზაჟი“ -აცხადებს მთავარი მეცნიერი ჯონ გროტზინგერი.

"ცნობისმოყვარეობის" მარსზე დაჯდომის წერტილად 160-კილომეტრიანი დიამეტრის კრატერი "გეილი" შეირჩა. მეცნიერების ვარაუდით, კრატერზე მდებარე მრავალკილომეტრიანი ბორცვი იმ პერიოდის ნალექების შედეგი უნდა იყოს, როდესაც მარსზე წყალი ჯერ კიდევ არსებობდა.

 "ცნობისმოყვარეობა" მარსის გამოსაკვლევად შექმნილი ყველაზე დიდი რობოტიზირებული მოწყობილობაა, მისი წონა დაახლოებით 900 კგ-ს შეადგენს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი პლანეტის ზედაპირის და მისი პატარა სიღრმეების ქიმიური შემადგენლობის ანალიზია. აპარატის მოწყობილობებიდან აღსანიშნავია ნეიტრონული დეტექტორი, რომელიც პლანეტის ზედაპირის ქვეშ ყინულს მოძებნის.

აპარატი "წითელ პლანეტაზე" 2011 წლის 26 ნოემბერს გაფრინდა და მარსამდე მისაღწევად მან 560 მლნ კილომეტრი დაფარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია