დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოლიდარობა უკრაინას
ქალთა კლუბის წევრები უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/02/12 21:39:37

ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქალთა კლუბები (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.



"თავისუფლების მოპოვების დღიდან, უკრაინა და საქართველო, დემოკრატიული სახელწიფოს მშენებლობისთვის იბრძვიან. ჩვენი - ორი ქვეყნის ხედვები და ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან. ჩვენი მიზანი - გავხდეთ დასავლური გაერთიანებების წევრები, დღითიდღე რეალობა ხდება, რაც ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანებას იწვევს. მეზობლის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ერთმორწმუნეობის სახელით, ორივე ქვეყნის, ტერიტორიების ოკუპაციას ახდენდა.



„მადრიდის სამიტის" მოახლოებამ და ნატოსთვის რუსეთის მიერ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობამ, რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანა და მშვიდობიანი უკრაინელები ომის საშიშროების წინაშე დააყენა. და დღეს, ერთიანობის და სამართლიანობის გამოწვევის წინაშე დგას მთელი ცივილიზებული სამყარო, რომელიც ცდილობს უკრაინა გააძლიეროს და სხვადასხვა რესურსით დაეხმაროს.



ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებაში. ჩვენ, ქართველ ერს უკრაინელ ხალხთან ერთად, არაერთხელ გვქონია გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსების ზღვარზე გადიოდა. ეს დღე კვლავ უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. და დღეს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან. შესაბამისად, საქართველოს თავისუფლება დგას უკრაინის თავისუფლებაზე!



ჩვენ, ქალთა კლუბის წევრები, ისევე როგორც ცივილიზებული მსოფლიო, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის, უკრაინის გვერდით ვდგევართ და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ ერთიანობისთვის სამართლიან ბრძოლაში.



სოლიდარობა უკრაინას!

გამარჯვება უკრაინას!

დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს!~


ეს არის ცივილური მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი - ქართველი ქალების არჩევანი!,"-ნათქვამია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია