30 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლევენთ შურამზე ბურჰანიმ თურქულოლოგიის შემსწავლელი კაბინეტი გახსნა. კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ვიდეო-აუდიო ტექნიკით და ენის შემსწავლელი ლიტერატურით. პროექტი დააფინანსა თურქეთის გაერთიანების სააგენტომ (TIKA). ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი.