საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ არ გვინდა ევროპა“-ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/01 14:55:25

„ნუ ახდენთ ეკლესიის დისკრიმინაციას“, „ აკრძალეთ უხამსი სერიალები და საიტები“, „ჩვენ არ გვინდა ევროპა“, „ჩვენ ქართველები ვართ“ – ამ ლოზუნგებით მიმდინარეობდა აქცია პარლამენტთან.


სასულიერო პირები და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას ხმაურიანად აპროტესტებდნენ. მრევლის გალობის ფონზე სასულიერო პირები წმინდა წიგნიდან კითხულობდნენ ამონარიდებს.


„კომუნიზმის დამარცხების შემდეგ ჩვენი მთავარი სამიზნე მართლმადიდებლობის დამარცხებაა“ – ასე ვკითხულობთ მასონთა ძველ ჩანაწერებში და თუკი აქამდე ფარულად მიდიოდა, დღეს ღიად გამოუცხადეს ბრძოლა ეკლესიას, ჩვენ არ დავუშვებთ ამ კანონის მიღებას, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და მამათმავლობას ვერ შევეგუებით,“ – აღნიშნავდა პარლამენტთან მყოფი სასულიერო პირი.


საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საზოგადოება დეპუტატებისგან კანონის არ მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის ბოიკოტით იმუქრებიან.


„მოვუწოდებთ დეპუტატებს, არ მიიღონ ეს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ დილიდან აქ ვიქნებით და არცერთ დეპუტატს პარლამენში არ შევუშვებთ. ეკა ბესელია რომ გამოდის და იძახის, რომ კანონის მიღება მართლმადიდებლობას საფრთხეს არ უქმნის, მაშინ ჯერ საკუთარი ბიჭი დააქორწინოს ბიჭზე და მიიღოს რძლად და მერე შემოიღოს კანონი,“ – აღნიშნა აქციის მონაწილე ჟუჟუნა გურეშიძემ.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია