დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დემოკრატიის კიდევ ერთ სკოლას ჩაეყარა საფუძველი
2012/01/25 14:04:34

24 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია შედგა. დემოკრატიის სკოლა-ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) პროექტია,რომელიც მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობას მათი სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით.

„დემოკრატიის სკოლის პოლიტიკური პროექტი 2011 წლის შემოდგომაზე, თელავში დაიწყო. ხუთთვიანი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ NIMD-მა პროგრამის გეოგრაფია გააფართოვა და 2012 წლის იანვრიდან ქუთაისში ფუძნდება. ეტაპობრივად სკოლების გახსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება,“ - აღნიშნა ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში ლევან ცუცქირიძემ. მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი 2000 წელს შეიქმნა ჰოლანდიაში და მისი მიზანი იყო, ახალგაზრდები კარგად გასცნობოდნენ დემოკრატიის ღირებულებებს, ამ ღირებულებების სწორად აღქმასა და გაანალიზებას: „დღევანდელი შეხვედრით სტუდენტებს და ახალგაზრდებს ავუხსენით რა ფუნქცია აქვს დემოკრატიის სკოლას და რა პრიორიტეტებს დავსახავთ სამომავლოდ.“

დემოკრატიის სკოლის სატრენინგო პროგრამა ხუთი თვე გრძელდება და ითვალისწინებს ხუთსაათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ უნარებს (ბიუჯეტირება, კვლევა, მენეჯმენტი, ინტერნეტი და ა.შ) და დემოკრატიის ძირეულ საკითხებს (ადამიანის უფლებები, თვითმმართველობა, იდეოლოგიები, სახელმწიფოს მოდელები, მედია და ა.შ)

აღნიშნულ სკოლაში სწავლა 15 თებერვალს დაიწყება და ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც აქტიურად არის პოლიტიკასა და მედია საშუალებებში ჩართული, საშუალება ეძლევა, გახდეს დემოკრატიის სკოლის სტუდენტი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია