დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„შინი“ - შინ
2011/05/09 14:55:07

ქართული სული ქართულ ჰანგებშია ჩაწნული. 1993 წელს, რუსთაველის თეატრში იშვა ჯგუფი „შინი.“ დღეს ის ძალიან პოპულარულია სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ვესაუბრეთ „შინის“ ხელმძღვანელს, ზაზა მიმინოშვილს. ინტერვიუ ქუთაისში ჩავწერეთ, ორმაისობის დღესასწაულზე, რომლის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი „შინის“ კონცერტი იყო.

 

 

- „ჩვენს პირველ ჯგუფს „ადიო“ ერქვა, იმ ჯგუფიდან მხოლოდ ორნი მე და ზურა გაგნიძე დავრჩით - გვიამბობს, ბატონი ზაზა. - „შინი“ 1993 წელს კარიერის მოსაწყობად გერმანიაში გაემგზავრა და დღემდე იქ მოღვაწეობს, ახლა კი ნელნელა, ჩვენ შინ ვბრუნდებით... ჯგუფში, ძირითადად, სამნი ვართ, გერმანიაში ვმოღვაწეობთ, ამასთანავე ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს ვიმატებთ.“

 

ქართველი ემიგრანტები და  „შინი“

„ქართველი ემიგრანტებისთვის ჩვენი შემოქმედება, მშობლიური ჰანგია. უცხოელთათვის, სრულიად აუცილებელნი ვართ, საოცარი ნაწილი მსოფლიო მუსიკისა, ეს, რასაკვირველია, თითოელ ქართველს გულზე ედება და დიასპორა უდიდესი სიყვარულუთ გვისმენს.“

 

„შინის“ ჰანგები გერმანიაში

„გერმანელი მსმენელისთვის აღმოჩენა იყო ის, რომ თურმე, სრულიად უცხო ქვეყნის ჰანგები მათთვისაც გასაგები და მშობლიურიც კი გახდა. ძალიან ხშირად მოგვისმენია, როდესაც იღბლიანი კონცერტის შემდეგ გერმანელები ამბობენ, რომ მათ გაახსენდათ „ქრისმასი.“ სამშობლოს ხმა ყველას თავისებურად ესმის. ასე, რომ, ჩვენ, ყველანი, ადამის შვილები ვართ. ძალიან გვიხარია, რომ უნივერსალურია ქართული მუსიკა, ის ყველას გულამდე მიდის“.

 

ქუთაისელი მსმენელი

„ჩვენთვის ქართული ტურის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ორგანიზატორებისგან კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ქუთაისში კონცერტის გამართვა. საბედნიეროდ, პირველად შარშან აღმოვჩნდით საოცარ ქუთაისურ დარბაზში. ეს იყო უზარმაზარი აღმოჩენა, ყველაზე საუკეთესო კონცერტი ამ ქალაქში ჩავატარეთ. იმერეთი ყოველთვის თბილია და იმერული ჰანგის შემქმნელია ქუთაისი. ეს არის განუყოფელი ნაწილი ქართული კულტურის და, საერთოდ, იმერული ხაზი ყოველთვის გვიჭირავს კონცერტებში. აი, ეს ბოლო ნომერი „რით  შეგატყო სიყვარული“  ამ  მხარის  შექმნილია. ეს, ის მომენტია, როდესაც სახლში ვგრძნობთ თავს. ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით მოვდიოდით ქუთაისში და ძალიან გაგვიმართლა.“

 

„შინის“ გულახდილობა

მსმენელთან

„ამას წლები სჭირდება. რასაკვირველია უნდა მიაღწიო იმას, რომ სცენიდან იყო გულახდილი. ოსტატობას ძალიან ბევრი ვარჯიში სჭირდება და რომ დაეუფლო პროფესიას, პროფესიონალიზმია საჭირო. დღეს ქუთაისელი მსმენელის წინაშე ბოლომდე ვიყავით გახსნილები და დღევანდელი საღამო, დაუვიწყარი იქნება ჩვენს შემოქმედებაში.“

 

„შინის“ უახლესი გეგმები

„ძალიან ბევრი სიახლეა ჩვენს შემოქმედებაში, ბოლოსდაბოლოს, საქართველოს უკავშირდება და ველოდებით შემოდგომას. საქართველოში რამდენიმე საინტერესო პროექტის წარდგენა გვაქვს დაგეგმილი. პირველ რიგში, ოქტომბრის ბოლოს იქნება პრეზენტაცია, რომლის შემდეგ ჩამოვალთ ქუთაისში. ასევე უცხოეთში დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი. მეტს არ გავამხელ, შეგიძლიათ გვეწვიოთ საიტზე www. rishinmysic.com და იქ გაიგებთ დაწვრილებით.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია