დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი ფოტოს ისტორია
ყველასთვის ნაცნობი უცნობი
2014/04/10 01:42:30

 

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ სოციალურ ქსელში 9 აპრილთან დაკავშირებული ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირის ისტორია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



"რამდენი სიუჟეტი, რეპორტაჟი გამიკეთებია 9 აპრილზე ამ წლების ჩემი ჟურნალისტობის დროს, მაგრამ ამ პატარა თბილისში, იური მეჩითოვის ფოტოზე გადაღებული ეს გოგონა საქართველოს დროშით,რომელიც ჩემი 9 აპრილია ვერცერთხელ ვერ ვიპოვე.


რამდენიემე საათის წინ მეც როგორც თითქმის ყველას 9 აპირილი მარტო 9 აპრილს გამახსენდა, სურათი ისევ დავდე და მივაწერე -„რამდენი წელია ვეძებ თქო.. „
დილით ნინომ მომწერა: მე ვიცნობ ამ გოგოს და იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობსო, დოდოშკამ სამხავტროში სწავლობდაო.... ისევ ვარაუდების , თბილისსური ლეგენდა- ვერსიების ამარა დავრჩი...


სამი საათვისთვის ლიზა კინოში წავიყავანე, წლებია დასვენების დღეს არ დამისვენია და დღეს ლიზას სამსახურში ჩავდექი, „რიო 2“ -ის ბილეთები რუსთაველში არ დამხვდა და“ ამირანში“ ავიღე, სეანსი ერთ საათით გვიან იწყებოდა ამიტომაც პეპსით და „პოპ კორნით“ შეიარაღებული facebook-სა და ვაიბერს ჩავუჯექი.. 
თამარა დიდი ხანია ჩემი“ ოპერატიული მუშაკია“ , საოცრებები იცის ან იგებს.. შეტყობინებაც მისგან დამხვდა.. შენი სურათი ჩემმა მეგობრებმა გაიზიარეს იტალიაში და ნახე რა მოიწერესო.


„ მარი ნანა მახარაძე მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ბატონ იური მეჩითოვს ამ საოცარი ფოტოსათვის, ეს დღე მუდამ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. არასოდეს არ ვთვლიდი საჭიროდ მეთქვა: ამ ფოტოზე ასახული გოგონა მე ვარ , რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის , მხოლოდ ჩემი ფოტო, დღეს ძალიან შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან ...“ 
რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი.. დიდიხნის უნახავ, უფრო სწორად დაკარგულ ახლობელს რომ იპოვიი.. ჩემი 9 აპრილი ვიპოვეე... მერე სოციალურ ქსელში მისი სახელი და გვარი ავკრიფე- მარი ნანა მახარაძე და მივწერე.....


ყველაფერი მაინტერესებდა..ყველაფერი.. პასუხი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა: „დიახ, მე გახლავართ იმ ფოტოზე . თქვენ საიდან მომაგენით ?“ 
„პროფესია მაქვს ასეთი“- ვუპასუხე , გავეცანი და შემდეგ კითხვაზე გადავედი. ფოტოს შესახებ ვკითხე.. აღმოჩნდა რომ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან ამ სურათის შესახებ, ფოტოს ავტორიც კი ეძებდა . ფოტო 10 აპრილს საპროტესტო მსველეობის დროს ქუჩაში გადაიღო იური მეჩითოვმა. 


ყველაფერი გამახსენდა.. თბილი აპრილის დღეები. რაღაცნაირი - უნაური განწყობა და დამოკიდებულები, რამდენი მიტინგი და აქცია გამართულა თბილისში ისეთი მას შემდეგ არ მახსოვს.. არც ის წუთი მავიწყდება საოცარი სიჩუმე.. მოარული კასეტები, ჯოხით ტანკთან შებმა.. „ დაუკარიიით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს......“ ეს ხმაც მახოსვს, მერე უკვე მორგის კადრები, დაღუპულების სახელები, კომენდანტის საათი, შევარდნაძის ჩამოსვლა, მისგან პირველად თქმული სიტყვა პლურალიზმი, განცხადებები, პატიაშვილი, ზვიადი, მერაბი, ხალხი .. მოწამლულები, ექიმები, მილიცია, როდიონოვი, ალესილი ნიჩბები. „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და ზინა კვერენჩხილაძის მიერ წაკითხული რაღაც უცანური გოდება სიონის ტაძარში.... ქუჩაში გამოსული ხალხიიი მანქანები გაუჩერებელი „სიგნალებით“( საყვირებით ) არ ვიცი, ვინ დაიწყო, საიდან და აგორდა,მაგრამ ეს მახსოვს- ყველა მანქანა ასე დადიოდა... ამ ხმას ვერ გაექცეოდი, ვერ დაემალებოდი...
ეს სურათიც მაშინ არის გადაღებულიიი..იმ პროტესტის დროს..


„ ამ ფოტოზე 19 წლის ვარ, უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ფიზიკის ფაკულტეტი. მე ნაცნობმა ჟურნალისტმა გოგონებმა მითხრეს: შენი ფოტოები დაიბეჭდა გაზეთებშიო. პლაკატებიც იყო ამ ფოტოსი. ცოტა რთულად გვქონდა საქმე . მამიდაჩემი პარტორგანიზაციის მდივანი იყო, რაიკომში ერთ-ერთი დიდი თანამდებობა ეკავა,ჩემი მშობლებიც პარტიულები იყვენენ, ყველა ძალიან ნერვიულობდა, მამიდამ ჩემს გამო საყვედურიც მიიღო პირად საქმეში შეტანით, თუმცა მხოლოდ ის აღელვებდათ მოწამლული ვიყავი თუ არა. საბედნიეროდ არა.


ამ ფოტოზე , რომ მანქანაა იმ მანქანის კარებზე ვარ ჩამომჯდარი, მე და ჩემი ბიძაშვილი უცებ აწყობილი დროშით მივდივართ რუსთაველზე, დილის 11 საათი იქნებოდა.
მაშინ დიდუბეში ვცხოვრობდით. პლეხანოვზე , კინოსტუდიასთან იქ მომუშავე მიჭები იდგნენ, ძალიან გაღიზიანებულები და დაღლილები, გვკითხეს გოგოებო სად მიდიხართ, ფრთხილად იყავითო და შემოგვთავაზეს შემოგიერთდებითო.მართალი გითხრათ არც კი ვიცნობდით ამ ბიჭებს, თუმცა ამას მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, ისეთი ერთსულოვნება და თავდადება , ისეთი სიყვარული რაც მაშინ იყო აღარასოდეს აღარ მიგრძვნია.“
აქ მისი 9 აპრილი მთავრდება და ის იწყება რაც ალბათ ამ ქვეყნის ბოლო 25 წელს ძალიან გავს... ტყუილად ხომ არ გახდა როგორც დღეს იტყვიან იმ დღეების სახე და ყველაფერი რაც ამ ქვეყანაში მოხდა მის ცხოვრებაზე ზუსტად აისახა.

 


„ახლა იტალიაში ვცხოვრობ, ჩემდა სამწუხაროდ. ვმუშაობ როგორც ყველა ემიგრანტი. იცით, ალბათ, ეს რას ნიშნავს. 3 თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა, ჩამოსვლაც ვერ მოვახერხე. მყავს ერთი გოგონა 22 წლის, რომელსაც ამ წუთას აღარც მამა ყავს და აღარც დედა. მქონდა ჩემი ბიზნესი, თუმცა როგორც უმეტესობას კირიზის გამო ყველაფერი დამენგრა. ბინაც სადაც ვცხოვრობდით, ჯერ ბანკმა შეგვიჭამა და მერე კერძო იპოთეკარებმა. ბინის პრობლემა რომ არა ამ ჯოჯოხეთში არც წამოვიდოდი. ძალიან მწყდება გული ასე რომ მოხდა. იმაზეც მწყებდა გული, რომ ვუყურებ ამ ქართველების ყოფას. არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება კიდევ ამ ჯოჯოხეთში გაძლება. თუმცა სასიკეთოს მართალი გითხრათ დღეს ვერაფერს ვხედავ საქართველოში. ერთიც არის, თავზე ჭერი რომ მქონდეს აქ ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი. იმიტომ არა რომ აქ ძალიან მიჭირს, უბრალოდ აქ არც კი ვარსებობ...“


არც კი ვარსებობ- იქ სადღაც იტალიაში....არადა სურათზე როგორი შეუვალია, წარმოვიდგინე დაღლილი, ამ სიტყვების თქმის თუ წერის დროს როგორი შეწუხებული, შეიძლება ცრემლიანიც იყოო ..ასობით ისტორიის მსგავსი თავგადასავალით.. მთელი 25 წელი ჩაჯდა ამ რამდნიმე წინადადებაში...
სულ რაღაც ერთი საათი ვისაუბრეთ, მერე მომიბოდიში ჩემი შესვენება მთავრდება და უნდა დაგემშვიდობოთო, მეც შევწუხდი- იქნებ შვილთან სასაუბრო ერთი საათი წავართვი.. ნებართვა ავიღე ამ ჩვენს საუბარს გამოვაქვეყნებ თქო , დამთანხმდა და დამემშვიდობა .. მე კი მინდა იცნობდეთ ამ გოგონას 9 აპრილის ფოტოდან 25 წლის შემდეგ ოღონდ იტალიიდან..


არადა გოგონა სურათზე სულ სხვანაირი ისტორიით მინდოდა რომ ყოფილიყო...ისევე როგორც-სხვანაირი მინდოდა ყოფილიყო ჩემი ქვეყნის ისტორიაც.."

 

მანანა მანჯგალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია