დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ თანამდებობას დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/15 13:37:30

ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ თანამდებობას დატოვების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, ის პოსტს ტოვებს, თუმცა, ქალაქის სამსახურში რჩება. 



"ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ,"-წერს ნინო თვალთვაძე.

ქალბატონი ნინო არც პოსტის დატოვების მიზეზებს და არც იმას  არ აკონკრეტებს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო თვალთვაძეს ერთ-ერთი შეთავაზება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აქვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია