დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სექტემბრამდე ყველა პირველი კლასის მასწავლებელი ტრენინგს გაივლის
2012/07/18 12:51:10

თბილისში, მასწავლებლის სახლში ახალი სასწავლო წლისთვის ყველა პირველი კლასის დამრიგებელი „ბუკებით“ სწავლების ტრენინგებს გაივლის. ინფორმაციას ამის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისაგან საჩუქრად სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილ ნეტბუქს („ბუკს“) მიიღებს. „ბუკი“ საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შექმნილი და მასში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამებია ჩატვირთული. კერძოდ, სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები. 

ნეტბუქების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვაში მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი ემზადება.


ტრენინგი ორეტაპიანია და 9 დღე გრძელდება. პირველი ეტაპი თბილისში ივლისის ბოლოს, რეგიონებში კი, სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. „ბუკების“ ტრენინგს მასწავლებლის სახლი მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს და მასში ყველა სკოლის პირველი კლასის დამრიგებლებთან ერთად ქართულისა და მათემატიკის ის მასწავლებლებიც არიან ჩართულები, რომლებიც გაკვეთილებს პირველ კლასელებს ჩაუტარებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია