საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ბინადარი დახმარებას ითხოვს (wideo)
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/14 19:14:49

უსახლკაროდ  დარჩენილი ადამიანები,  ქუთაისში,  თავს ქალაქის   ბაღებსა და სკვერებს აფარებენ.


40 წლის დავით ტოგონიძე,  უკვე   რამდენიმე თვეა,   ღამეს   ქუთაისის  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ათენებს. 

მის მდგომარეობას ისიც ართულებს,  რომ ის  C ჰეპატიტითაა დაავადებული და  მძიმე მდგომარეობაშია.  ტოგონიძე     2012  წელს ამნისტირებულია.


როგორც  პარკის დირექტორის მოადგილემ,   მამუკა ხაბურძანიამ  P.S.სთან საუბარში განაცხადა, მათ  დახმარებისათვის  რამდენჯერმე   მიმართეს  სხვადასხვა სამსახურებს,  მაგრად  ტოგონიძეს  ქმედითი დახმარება ვერავინ აღმოუჩინა.  მისი თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს თავს კიდევ   რამდენიმე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი აფარებს.  

 

 

 

პარკის დირექცია  თხოვნით  მიმართავს   შესაბამის სამსახურებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს  და   უსახლკარო ადამიანებისათვის დახმარებას ითხოვს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია