ამ ვირუსის 39-ე შემთხვევა ეპიდემიოლოგებმა გუშინ დაადასტურეს. დაავადებული ქუთაისელია. როგორც „P.S.“-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის ზონალური სამსახურის უფროსმა კოტე გვეტაძემ განუცხადა, პაციენტი სტაციონარში არაა მოთავსებული და ის მკურნალობას სახლის პირობებში გადის. ვირუსით დაავადებული ქუთაისელი მედიკოსია, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა.