დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
2012/06/29 20:29:34

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა თავიანთ ოფისში შეხვედრა გამართეს. იგი იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების თემას ეხებოდა. მათ ასევე წარადგინეს ანგარიში დევნილების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალური დახმარების სისტემის ცვლილებებსა და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილების სტატუსის მინიჭების პროცესს ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები განიხილეს.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით გვაინტერესებს მიმდინარე პროცესები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება; მათი არსებული მდგომარეობა, თუ როგორ მიმდინარეობს მათთვის ბინების გადაცემა და რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება. დღეს არის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა და, ვფიქრობ, საზოგადოებაც უნდა იყოს დაინტერესებული იმ პრობლემებით, რომლებიც დევნილებს აწუხებთ. აქ სწორედ ასეთი თემები იყო განხილული, როგორიცაა, მაგალითად, დევნილების უფლებების შელახვისა თუ დაცვის პროცესები,“ - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია