დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იბარებენ პროკურატურაში პარლამენტარ გია თევდორაძის ძმას?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/30 16:41:17

 

პარლამენტარი გია თევდორაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ ძალიან უსუსურუ და სასაცილო მიზეზით დაკითხვაზე დაიბარა მისი ძმა, ბექა თევდორაძე.


"ხვალ 31 ივლისს 12 საათზე ჩემი ძმა ბექა თევდორაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული, ვინმე გამომძიებელ ვლადიმერ ხურციძესთან. ბექასთან, რომელსაც არასოდეს არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, არც ბიზნესით ყოფილა დაკავებული და უკვე ათი წელია ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს უბრალო თანამშრომლად, პროკურატურას აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მის კუთვნილ ავტომანქანაში, რომელიც უკვე წელიწადნახევარია მას აღარ ეკუთვნის თურმე 2012 წელს საწვავი ჩაისხა მერიის კუთვნილი ტალონით....

 

ხუთი მილიონიდან ერთი საწვავის ტალონამდე დასვლა, ესეც ბოლო დროისთვის სიმპტომატური დაღმასვლის თვალსაჩინო მაგალითია...
არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, იმდენად სასაცილო და აბსურდულია ეს ყველაფერი. უბრალოდ არისტოტელეს ერთი გამონათქვამი გამახსენდა: ,,ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოთავსდეს მცირეში- ესაა საღი გონება ადამიანის სხეულში"....


ძალიან სამწუხაროა რომ; საღი გონების სრული დეფიციტის პირობებში მცირე კაცების, მცირე მიზნების, მცირე მასშტაბების, ტოტალური სიმცირისა და სულმდაბლობის რეჟიმია დღეს საქართველოში!'-წერს გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია