დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
UNHCR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად დახმარებას 1000 დევნილი ოჯახი მიიღებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/07 13:40:53

 

 

გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა   კემლინ  ფურლემ და  დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს   დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა  ურთიერთთანამშრომლობის  ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და  პირველადი მოხმარების  ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.


საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა  გაეროს  ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს  წარმომადგენლობამ  გამოყო. 1000 დევნილ ოჯახს, რომელიც დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა,  სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.


ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ ის  დევნილი ოჯახები, რომლებსაც  მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან:

·         მრავალშვილიანი ოჯახები;

·         მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილები;

·         ვეტერანები:

·         მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი  დევნილები;


,,კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის  წინაშე   სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.  ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ  და  გვერდში  დავუდგეთ იმ ადამიანებს,  ვისაც დღეს  ზრუნვა  ყველაზე მეტად სჭირდება. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან, ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს შევუმსუბუქოთ სირთულეები. დღესაც, ისევე როგორც ბოლო 27 წელი, დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, - განაცხადა კემლინ  ფურლემ.


დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს   დირექტორმა,  ბესარიონ სიმონიშვილმა  გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელს   კემლინ  ფურლეს მადლობა  გადაუხადა  ქვეყანაში კორონავირუსის  გავრცელების  დროს    გაწეული  დახმარების და მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობის  გამოჩენისთვის.


ამ ეტაპზე,   საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იმ იძულებით  გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ,  რომლებსაც ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია