დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
VimpelCom-ის პროექტ Eurasia Mobile Challenge -ზე 550-ზე მეტი მონაწილე გუნდი დარეგისტრირდა
2015/12/07 15:50:29

 

VimpelCom Ltd. (NASDAQ:VIP), ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი (სათაო ოფისი - ამსტერდამი, ემსახურება 217 მილიონ მომხმარებელს), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, აცხადებს, რომ მობილური აპლიკაციების კონკურსში Eurasia Mobile Challenge-ში მონაწილებისთვის 550-ზე მეტმა გუნდმა წარადგინა  განაცხადი. აქედან 20  განაცხადი საქართველოდან არის გაკეთებული, რომელთა ძირითადი ნაწილი რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.


საქართველოში პროექტის მხარდამჭერები არიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მარკეტერი.


 ბილანის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს ჩვენი ქვეყნიდან Eurasia Mobile Challenge-ის მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნიდან წარდგენილი განაცხადების უმრავლესობა სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ეს მიუთითებს ჩვენი ციფრული ბაზრის მაღალ პოტენციალზე და ასევე ჩვენი მონაწილეების აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი დარგის მამოძრავებელი ძალა გახდებიან და ძალიან მალე რეალურად გააუმჯობესებენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას - გიორგი ტყეშელაშვილი,ბილანის გენერალური დირექტორი.


კონკურსის წესების მიხედვით დეკემბრის შუა რიცხვებამდე მონაწილე გუნდებმა თავიანთი იდეები უნდა ჩამოაყალიბონ რეალური პროექტებისა და პროტოტიპების სახით, რომლებსაც ონლაინ შეაფასებს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჟიური.  გუნდების შეფასებისას ჟიურიში შემავალი დარგის ექსპერტები თითოეული ქვეყნიდან აქცენტს გააკეთებენ შემდეგ ასპექტებზე:  ინოვაციურობა, მნიშვნელობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მასშტაბების ცვალებადობა და ორიგინალობა, ასევე ბიზნეს-მოდელის რეალურად განხორციელების პოტენციალი.


ჟიური შეარჩევს სამ ფინალისტს თითოეული ქვეყნიდან, რომლებიც გადავლენ რეგიონალურ ფინალურ რაუნდში. ფინალი გაიმართება  2016 წლის იანვარში, სადაც  შეირჩევა სამი რეგიონალური გამარჯვებული. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ Global Mobile Challenge-ში მსოფლიო მობილურ კონგრესზე, რომელიც  2016 წლის 22-26 თებერვალს ბარსელონაში გაიმართება.


   Eurasia Mobile Challenge წარმოადგენს კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებს მთელი ევრაზიიდან მოუწოდებს მობილური კომუნიკაციების სფეროში შემდგომი დიდი გადაწყვეტილების შეთავაზებისკენ. კონკურსივიმპელკომმამიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და ერთდროულად ტარდება სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთშივიმპელკომისსოციალური პასუხისმგებლობის პროექტის -“Make your mark”-ის ფარგლებში (http://www.vimpelcom.com/Responsibility/Make-your-mark/).


კონკურსი ტარდება Huawei Technologies Co, Ltd.-სთან თანამშრომლობით.


კონკურსის შესახებ სიახლეების სანახავად, ეწვიეთ ვებსაიტს: www.eurasiamobilechallenge.com.


 

ვიმპელკომის შესახებ

ვიმპელკომი“, საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 14 ქვეყანაში ახორციელებს საქმიანობას (სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს), წარმოადგენს მსოფლიოში ინტეგრირებული ტელესაკომუნიკაციო მომსახურების უმსხვილეს ოპერატორს, რომელიც გასწევს ხმოვან და მონაცემთა მომსახურებას ტრადიციული და ფართოზოლიანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საშუალებით რუსეთში, იტალიაში, ალჟირში, პაკისტანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, საქართველოში, ლაოსსა და ზიმბაბვეში. „ვიმპელკომისოპერაციები მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს ტერიტორიას, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 740 მილიონი ადამიანია. „ვიმპელკომიგასწევს მომსახურებასბილაინის“, „კიევსტარის“, WIND“-ის, „მობილინკის“, „ბანგლალინკის“, „ტელესელისდაჯეზისბრენდების სახელით. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, „ვიმპელკომსგაერთიანებულად 217 მილიონი მობილური მომსახურების მომხმარებელი და 5.8 მილიონი ფიქსირებული ფართოზოლიანი მომსახურების მომხმარებელი ჰყავდა. „ვიმპელკომისაქციები წარმოდგენილია ბირჟის დილერების ნაციონალური ასოციაციის ავტომატური კოტირების სისტემის გლობალურ ბაზარზე VIP სიმბოლოთი.


დამატებითი ინფორმაციისთვის აგვედევნეთ ტვიტერზე Twitter @VimpelCom ან ეწვიეთ ჩვენს ბლოგს blog.vimpelcom.com და ვებსაიტს http://www.vimpelcom.com.

 

(R)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია