დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თსუ-ს კურსდამთავრებულმა ვიცეპრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ უნივერსიტეტს საუკუნოვანი იუბილე მიულოცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/08 17:50:33

„ჩემთვის უდიდესი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ზუსტად 100 წლის წინ ამ დღეს დაიწყო უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში., - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის უიბილისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეებს. 



მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.



ჯანელიძის შეფასებით, უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან იქცა ისტორიული ტრადიციების მატარებელ, პროგრესისა და დემოკრატიის განვითარების უმთავრეს ცენტრად და მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი, დემოკრატიული იდეებით აღჭურვილი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. 



„შარშან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიის დღე აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ეს იყო მართლაც გამორჩეული ფორმატი, რომელმაც ახალგაზრდა თაობას და გამოცდილ დიპლომატებს საქართველოს და მსოფლიოს გამოწვევებზე თავისუფალ ფორმატში აზრის გაცვლის შესაძლებლობა მისცა“, - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა იყო უდიდესი ისტორიული მოვლენა არამარტო საქართველოსთვის არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „უნივერსიტეტის კარი ღია იყო და არის ყველასთვის და იგი არის კულტურათა დაახლოების და ტოლერანტული განწყობების ჩამოყალიბების ცენტრი“, - აღნიშნა მინისტრმა. 



ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლს, როგორც საქართველოს განვითარებისა და ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. 



„ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოს მასშტაბით, და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, წინა საუკუნეების პოლიტიკის გამოძახილს, რომელიც ეფუძნება სამხედრო აგრესიით, თანამდროვე საერთაშორისო წესრიგის ძირეული პრინციპების ხელყოფას. 



გლობალიზაცია, ახალ შესაძლებლობებს და საფრთხეებს ქმნის. ჩვენ ვეძებთ გზებს თუ როგორ მოვერგოთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას. როგორ შევცვალოთ განათლების სისტემა ისე, რომ შევძლოთ სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის და ციფრული სამყაროს ადამიანის სამსახურში ჩაყენება. ამისათვის, აუცილებელია განათლების სფეროს ფუნდამენტური გადააზრება. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ის, რასაც ვერ ისწავლის ხელოვნური ინტელექტი! ეს, პირველ რიგში, არის თავისუფალი აზროვნება და ადამიანური ფასეულობები, ის რაც მარადიულია და კაცობრიობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად იქნება პროცესების ავანგარდში“, - განაცხადა ჯანელიძემ.



საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საიუბილეო სიმპოზიუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მონაწილეობას.
„უწმინდესმა და უნეტარესმა ამ წლების განმავლობაში ფასდაუდებელი შრომა გასწია ქვეყანაში, რათა სულიერი ფასეულობები აემაღლებინა ჩვენს საზოგადოებაში და ხელი შეეწყო ჩვენი ერის განსწავლულობისათვის. 1918 წელს, გახსნით ღონისძიებაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ როგორც ბრძანა - „სარწმუნოება არასდროს მტრულად არ უცქეროდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა სარწმუნოებებს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლების მიერ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს უნივერსიტეტის დაარსების დღის აღნიშვნა სიმბოლურია, რითიც „ნათელი გახადეს, თუ რა შორსმჭვრეტელ და დიად მიზანს ემსახურებოდა მათი წამოწყება“. 


მინისტრი მიესალმა იუნესკოს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს შეიტანას მსოფლიოს 2018 ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია