სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების ყველა თანამშრომელი დათხოვნილია. გათავისუფლებული ცხრა თანამშრომლიდან ერთ-ერთის, სოციალური აგენტის _ ლელა მელაძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მან სახელმწიფოს თითქმის 80 000 ლარის ზარალი მიაყენა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წინასწარი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი მასალები გადაიგზავნა.
საქართველოს გენპროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისაგან მიღებული ინფორმაციით^ სოციალური აგენტის დანაშაულებრივი საქმიანობა ასე ყალიბდება:
„ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების სოციალურმა აგენტმა ლელა მელაძემ 2006-2007 წლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებით, მაძიებელი ოჯახების საოჯახო დეკლარაციებში ყალბი ჩანაწერების შეტანით, ოჯახების ხელოვნურად გაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების გზით წყალტუბოს რაიონში მცხოვრებ 161 ოჯახს უკანონოდ დაუნიშნა სოციალური შემწეობა, მათ შორის _ მისი დედის^ ფუჩქი მელაძის ოჯახს, რომელიც საშუალოზე მაღალი შეძლების იყო და სოციალური შემწეობის მიღების უფლება არ გააჩნდა“.
ლელა მელაძის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს 79 628 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.
გენპროკურატურიდანვე მიღებული ინფორმაციით^ სოციალური აგენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღიძრა:
„სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების სოციალურ აგენტს ლელა მელაძეს წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით), რაშიც მან თავი სრულად სცნო დამნაშავედ და იმავე დღეს ზარალის ანაზღაურების ანგარიშზე ნაწილობრივ შეიტანა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის თანხა _ 45 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გამო იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლელა მელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, ხოლო სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში^“ _ აღნიშნავენ გენპროკურატურაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი აპოლონ ფოჩხუა „P.S.“-თან საუბარში აღნიშნავს, რომ წყალტუბოში სულ ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის _ ექვსი სოციალური აგენტი, ფილიალის მთავარი, ასევე უფროსი სპეციალისტი და ფილიალის ხელმძღვანელიც.
„გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ იმის გამო მივიღეთ, რომ სამსახურებრივ გულგრილობას იჩენდნენ, დროულად არ მიდიოდნენ ოჯახებში დეკლარაციის შესავსებად, ხან უგზოობას, ხან უამინდობას და სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. თანაც 12 საჩივარი შემოვიდა, ასევე მათ მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა ქალბატონ რიმა ქომეთიანს და საჩივარიც დაწერა“.
აპოლონ ფოჩხუა აღნიშნავს, რომ სოციალური აგენტებისა და ბენეფიციარების გადამოწმება ამით არ დასრულებულა და მონაცემთა ბაზის გადამოწმება მუდმივად მიმდინარეობს. ბოლოს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დასაქმებულთა და პროგრამის მონაწილეთა მონაცემები გადამოწმდა და და აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 64 დასაქმებულია, რომელიც შემოსავლებს მალავს.
გადამოწმება ისევ გრძელდება _ იმის გასარკვევად^ წყალტუბოელი სოციალური აგენტის ლელა მელაძის მსგავსად დაამყარეს თუ არა სხვა აგენტებმაც „სოციალური თანასწორობა“ იმერეთის სხვადასხვა რაიონში.
სოციალური აგენტების სტუმრობასა და სახელმწიფოს შემწეობას ბევრ ისეთ მისამართზე ელიან, სადაც ძალიან უჭირთ და არანაირი შემოსავალი არ აქვთ.