დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
6 რეგიონალურ ქალაქში დამისამართების პროექტის პირველი და მეორე ეტაპი დასრულდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/25 15:12:24

თბილისის საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ექვს რეგიონალურ ქალაქში, –  ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორსა და ბოლნისში ყველა სახლი და ბინა აღწერეს.  ამ დროისთვის სულ აღწერილია 216 853 ერთეული უძრავი ქონება. ამის საფუძველზე, სერვისების განვითარების სააგენტომ ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა. ამ დროისთვის, სულ იდენტიფიცირებულია 650 095 ადამიანი.

 

დამისამართების  ერთიანი სისტემის შექმნა დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებას უწყობს ხელს.

 

 

ინფორმაციისთვის: დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, ოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღებაშენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაცია და დაკორექტირებული მონაცემებიც.

 

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები დაუჩები აღარ იარსებებს. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია