დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი ჟურნალისტი წერეთლის უნივერსიტეტთან სასამართლო დავაში შედის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/21 13:09:10

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი  თინათინ ზაქარაშვილი წერეთლის უნივერსიტეტის ხელმძვანელობას უპირისპირდება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსი მიკერძოებული და  ტენდენციური იყო.


ზაქარაშვილი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გრიგოლ ქობალიანს და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს აკაკი ბაკურაძეს ადანაშაულებს.


„როდესაც უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, თუმცა, წინასწარ ვრცელდებოდა  ინფორმაცია, რომ უკვე ცნობილი იყო იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც 4 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებდნენ. მაინც შევეცადე, ბოლომდე მებრძოლა. კონკურსი საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო, ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი– როგორც კი გაიღო აუდიტორიის კარი, სადაც კონკურსი ტარდებოდა, გამომცდელებს კაბინეტში შეყვნენ გრიგოლ ქობალიანი და აკაკი ბაკურაძე, სადაც მათ ნახევარი საათი დაჰყვეს. ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც არის კონკურსი კონკურსანტს ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გაუჩნდეს, მაგრამ იმდენი დარღვევა მოხდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსი იყო მიკერძოებული და ტენდენციური. ჩემი ეჭვი  შემდგომ გრიგოლ ქობალიანმა პრორექტორ შალვა კირთაძის კაბინეტში გაამყარა, სადაც ასეთი რამ მითხრა: “შენ ჩემს ადგილზე ძველ თანამშრომლებს არ დანიშნავდიო?“ ეს არის დასტური იმისა, რომ კონკურსი იყო მხოლოდ ფორმალობა, რადგან ოთხივე ვაკანტურ ადგილზე ძველი თანამშრომლები დაინიშნენ. კონკურსის დღეს მე დისკრიმინაციის მსხვერპლიც კი გავხდი, ქალბატონმა, რომელიც გასაუბრებაზე იმყოფებოდა, მითხრა, რომ მე არ მქონდა ქართულენოვანი განათლება, რითაც თითქოს შეეცადა მიენიშნებინა, რომ მე არ ვარ კვალიფიციური კადრი,“-განაცხადა ზაქარაშვილმა, რომელიც წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასამართლო დავაში შედის, თუმცა როგორც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი  აღნიშნავს, სარჩელის შეტანის შემდეგ მას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ პროექტ „მედიალაბორატორიის“ განხორცილებაში დახმარებას დაჰპირდა.


„2012 წელს უნივერსიტეტში შევიტანე პროექტი „მედიალაბორატორიის“ შესახებ, იმ დროს უნივერსიტეტის რექტორმა მოიწონა პროექტი და გაასაჯაროვა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით გრიგოლ ქობალიანმა, რომელიც უნივერსიტეტში დაბრუნდა, განაცხადა, რომ ახალ მედიასთან დაკავშირებით მას ჰქონდა გეგმები,  რის გამოც ჩემს მიერ წარდგენილი პროექტი დაბლოკეს. ახლა კი, როდესაც სიმართლის დასადგენად სასამართლოს მივმართე, ქობალიანი და კირთაძე მეუბნებიან გარიგებაზე წავიდე მათთან. გამოვიტანო სარჩელი, ისინი კი თავის მხრივ პროექტის განხორცილებაში დამეხმარებიან. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო, არ მეშინია ვისაუბრო იმ დარღვევებზე, რაც უნივერსიტეტში ხდება“-განაცხადა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა თინათინ ზაქარაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია