საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მინისტრის გარემოცვიდანაა
2017/12/03 01:43:21

 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში სამი არასრულწლოვანი ფიგურირებს, შესაბამისად 2 გაქცეულია.  - ამ ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 
იგივე წყარო აცხადებს, რომ გაქცეულთაგან ერთის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია და მას მოქმედი მაღალჩინოსნის გავლენით არ იჭერენ. მეორე გაქცეულის სამძებრო ღონისძიებები კი ინტენსიურად მიმდინარეობს. 


"ნიუპოსტის" წყარო არ გამორიცხავს, რომ დანაშაული მეორე არასრულწლოვანმა აიღოს და პროკურორის შვილი დაუსჯელი დარჩეს.

 


აღნიშნული ვერსიის გარდა, სოცქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შესაძლოა, მინისტრის ოჯახის გარემოცვის წევრი, უფრო კონკრეტულად, პროკურორის შვილი იყოს.


შეგახსენებთ, 1დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდს სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

 

შსს-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია