დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რომელ საათამდე მუშაობს ტრანსპორტი ქუთაისში?
2012/07/23 13:00:08

„ზაფხულის გრძელი დღეების მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალებები კვლავ ზამთრის სტანდარტებით მოძრაობენ და, „წრიულის“ გარდა, 8 საათის შემდეგ, თითქმის არცერთი მათგანი არ მუშაობს.“ - აღნიშნული განცხადებით გაზეთ „P.S.“-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა. აღნიშნული ზარის განხორციელების შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, რომელ საათამდე მუშაობს ქუთაისში ტრანსპორტი და  რამდენად  აკმაყოფილებს ის ხალხის მოთხოვნებს.

 

ჩვენ ერთ-ერთ გაჩერებასთან სხვადასხვა ნომრის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს მივმართეთ. - გამარჯობათ, რომელ საათამდე მუშაობთ? 

4 ნომერი: მაქსიმუმ რვამდე ვმუშაობთ, მერე აღარავინ არ არის.

6 ნომერი: ჩვენ 8-მდე, მაქსიმუმ 9-ის ნახევრამდე ვმუშაობთ, მერე არც ხალხი აღარაა და ჩვენც სახლში მივდივართ.

5 ნომერი: საღამოს  8 საათამდე ვმუშაობთ, ზოგჯერ მეტი ადრეც მივდივართ სახლში.

34 ნომერი: 9-მდე ვმუშაობთ, თუ ხალხი იქნა, მაგრამ ზაფხულია და  იცლება ქალაქი, ამიტომ ხალხიც არაა.

ვინ აკონტროლებს, რომელ საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და არის თუ არა შემუშავებული კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც წესრიგდება მარშრუტების გრაფიკი ღამით?

ჩვენ მერიის ტრანსპორტის სამსახურს მივმართეთ.

„ტრანსპორტი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს, გამონაკლისის გარეშე, ხოლო 9 საათის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, თუ, მაგალითად, კონკრეტულ ნომერზე მუშაობს 6 მარშრუტი, საღამოს ცხრის შემდეგ ვტოვებთ 3-ს და ა.შ. ანუ, აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ შექმნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსპორტი არაა. პირიქით, ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მათ გრაფიკს და, დარღვევის შემთხვევაში, მათ მივცემთ გაფრთხილებას.“ - აცხადებს მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით კბილაშვილი.

განსხვავებული და არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ მგზავრებს, რომლებიც ჩვენ სწორედ მაშინ ჩავწერეთ, როცა ისინი თავიანთ  ტრანსპორტს ელოდებოდნენ.

„ნახევარი საათია, ვუცდით „მარშრუტკას“, მაგრამ არ ჩანს. იმედია, მოვა. როგორ შეიძლება, ამ ზაფხულში, როცა ხალხი მიდი-მოდის, ტრანსპორტი შუადღემდე მუშაობდეს!“ - ამბობს ლანა ინანეიშვილი.

„ავანგარდში ვარ წასასვლელი და კარგა ხანია ვუცდი ტრანსპორტს, მაგრამ არ ჩანს. ტაქსის ფული არ მაქვს, რომ წავყვე. ისედაც დუხჭირ ცხოვრებაში, ეგ პრობლემა მაინც მოგვარებული უნდა იყოს.“ - გვეუბნება  ლიკა ნათაძე.

ასეთია საერთო სურათი. საზოგადოების ნაწილი ტრანსპორტის საღამოს მუშაობით კმაყოფილია, ნაწილი - არა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია