საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 9 საარჩევნო ოლქიდან 8 ოლქში "ოცნებამ" გაიმარჯვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/30 12:23:01

თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 9 საარჩევნო ოლქიდან 8 ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს.


როგორც ცნობილია, ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში დაფიქსირდა, სადაც ხმათა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მოიპოვა.


წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალებმა" მხოლოს ამ ოლქში მოიპოვეს გამარჯვება.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 30 ივნისის 00:30 სთ.ზე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები მოსახლეობას გვიან ღამით გააცნო.


თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით განმეორებითი კენჭისყრა 9 საარჩევნო ოლქის 14 უბანზე გუშინ ჩატარდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია