დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
22 ნომერი ავტობუსი „ოთო“-თი
2011/10/31 11:59:14

რავა გგონიათ თქვენ, ჩემისთანა იწკინ-ბიწკინია, დროული კაცი რაფერ მეიქცეოდა, იმისთანა ზღმურტლიან ავტობუსის კარებს რო მიადგებოდა? რაფერ და...

მოკლეთ, ძაან ქე მეჩქარებოდა ბალახვანში, მარა ბაზრის გაჩერებაზე რო 22 ნომერი ავტობუსი ჩამოდგა, იმისთანაში მგზავრობას, თლა რო ფეხით მევლო, ასიანი, იგი მერჩია! ასასვლელ კარებში ჩასმული სტეკლოები, გონია, რაც საქართველოში ჩამეიყვანეს მაგი საცოდავი მანქანა, იმის მერე არც გაწმენდილა! ჭუჭყიანი, ბინძური, ტალახით და მტვერით გაბინდული!.. ვინცხა ბოვშს პატარა თითით ზედ თავისი სახელიც დეეწერა: „ოთო“! ვაი ბაბულია, მაგ ხელის დოუბანლად თუ შეჭამე შენ სახლში მისვლამდე, ბულკი ან ხაჭაპური, რაღას გიშველის ბებიაშენის გაკეთებული მთელი ბოთლი ანწლი!

ერთი ამ შოფრის და მაგის უფროსობის ამბავი გამაგებინა, ნეტაი! თუ დამლაგებელი არ ყავენ, ოჯახობას მაინც თხოვონ, ან თვითან ეიღონ ხელში ერთი სველი ტილოს ნაჭერი და ხანდისხან, 2-3 თვეში ერთხელ მაინც ჩამოუსვან მაგ კარებს. რავა, ევროპულ ქალაქში თუ ვცხოვრობთ, აზიის მიყრუებული სოფლის კაჭკებს უნდა გვიგავდეს მანქანები? პატივი არ უნდა სცე მგზავრს და ქვეყანას?

საერთოდ, რას გავს, კაცო, ამდენი მოუვლელი მაშინა ჩვენ ქალაქში! ზოგს ფარდების მაგივრად ჩამოძონძილი ჩვრები კიდია, ზოგს მტვრიან სტეკლოზე უკან „ლ+გ“ აწერია, ან - პირდაპირ      „გამწმინდე“, ზოგს კიდო ისარგაყრილი გული ახატია.

გულზე დეესოს ისარი და დანის წვერი, ვინცხას თქვენი ავტობუსების და მარშუტკების სიმრავლე არ გოუხარდეს, მარა, რავარც თქვენ იბანთ პირს დილაობით, წვერს იპარსავთ და ლამაზდებით, ისთე უნდა, ბაბულიებო, ყურადღება ქალაქში გამოსულ მაშინასაც!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია