დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასაკეთებელი კიდო ბევრი იქნება...
2010/05/31 13:24:48

გუშინ ჩემ უმცროს ძმას ვესტუმრე, „პლაშატკაზე“ ცხოვრობს. კაი ამინდი იყო და შვილიშვილებიანად ეზოში ჩამოდიოდა. ბოვშებს ქე ქონდათ სიხარულიდან პირები ყურებამდე გაღებული: ქაიხოსრო ბაბუა საქანელებზე მივდივართ და შენც წამოდიო, მიმიპაიჯეს ბოვშებმა. რავა ვეტყოდი უარს, რა მქონდა მეტი საქმე, წევეით.

ნახა, მარა, რა ნახა ამ ჩემმა თვალებმა! იმ უბანში თუ ამდენი პატარა ბოვში ცხოვრობდა, ღმერთმა ამრავლოთ, არ მეგონა. იდგა ერთი ჟრიამული და ყვირილი. დედაბუდიანად შემოხვეოდენ საქანელებს და ძლივას მივედი ახლოს, რო დემენახა კარგად. ხოდა, რას ვხედავ, ოთხი კინკილა საქანელა კონწიალობდა და ერთი კიდო ყვითელი სასრიალო. ლამაზი ქე იყო, მარა, რაღაი...

დედებს ჩეეხუტებიათ ატირებული ბოვშები და იყო გაწევ-გამოწევა: ახლა ჩემი ბოვში დააჯინეთ, ამის რიგიაო. ნამეტანი შემეცოდენ ჩემი ძმისშვილიშვილები, დაღამებულზეც არ მოუწევდათ, მერე კიდო, ჩვენი რძალი იმისთანა უენო და მორცხვი გოგოა, მაგას სა შეეძლო იმ ატკარცალებულ ქალებთან ომი, ჩემი ბოვში დააჯინეთ, პეტერააო.

ამასობაში ერთი საქანელა ქე ჩამოწყდა და თავისი „პილოტიანად“ ზღართანი მოადინა ბალახზე, პატარათი ცხვირიც ქე შოულამაზდა იმ ბოვშს...  ახლა ბებიამისი აყვირდა, ესაა გაკეთებულიო. სულ ესა ხართ ნაციონალებიო, არ გეიშვა თქვენი გაკეთებული და თქვენი თავიო... კახუნიეც ისე ატირდა, გული მომიკვდა, ძლივას დავაწყნარე, წამო, ბაბუ, „ბარამბოს“ კამფეტებს გიყიდითქვა, გამევიტყუე მოედნიდან.

კაია, ლამაზდება ეგი ჩვენი ქალაქიც, მიხარია ნამეტნავად, მარა, ამხელა ტერიტორიაზე რო ორი კინკილა საქანელა დადგით, თქვე დალოცვილებო, ბარემ გააკეთეთ საქმე ბოლომდე. ქე გეიძახით -                       „გასაკეთებელი კიდო ბევრიაო, ჰოდა მიდით და აკეთეთ!..“ 

ისთე, კაი აზრი მომივიდა თავში, არჩევნები ყოველ წელს რო ჩავატაროთ. ე, მაშინ ქე დეეტყობა ქალაქს: ბოვშებიც ბევრია გასაკეთებელი და მათი ფერად-ფერადი საქანელებიც...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია