დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახუჩელა ვიდეოთვალთან
2011/01/20 14:16:53

ერთ დღეს თქვენს ქაიხოსროს ქე ატკივდა ე ბებერი ძვლები და ავტოქარხანაში რო საავადმყოფოა, მივადექი იქანა. გახსოვთ, ალბათ, ერთ დროს ჩხობაძემ რო ააყვავა, იმ საავადმყოფოზე გეუბნებით. ვაი, თქვენ ქაიხოსროს, იქ რო ვნახე და დევინახე, მეგონა ციხეში შევყავი თავი! შავებში ჩაცმული კაცები მაჩერებდნენ ყოველ წუთას და ქე მიბრიალებდნენ თვალებს. დამიგრძელდა ყურები ვირივით, იმდენი რამე გევიგე. (საწყალი ჩხობაძე საფლავში გადაბრუნდება, ალბათ!). გახსოვთ, ხომ, ძველი მთავარი ექიმი რო დეიჭირეს, საწყალი. გოუჩალიჩებია ეს საქმე მის კოლეგას, პატიოსნების მუნდირში როა გამოჭიმული. მისი ადგილი დომებია თურმე. მანამდე, გზის გასაკვალად, გამოცდილი კახა მაღლაკელიძე დოუნიშნიათ დროებით. ეს ის კახუჩელაა, „წყალკანალი“ ქე რო „ააღორძინა“ ცოტა ხნის წინ. ამ „აღორძინებისთვის“ ნახევარი მილიონი რო მიატანიეს, დაჭერას რო გადარჩენოდა. ასე ამბობენ ბოროტი ენები და რა ქნას თქვენმა ქაიხოსრომ. მოკლედ გადარჩა კახუჩელა დაჭერას და დოუწყია, მარა, რა დოუწყია! პირველივე დღეს კრანს დატაკებია, წყალი თუ მოდისო - ე,  რავა ეტყობა, „წყალკანალში“ რო მუშაობდაო - უპაჭუნებიათ ერთმანეთიზა თვალები დამხვდურებს. დოუწყია რემონტი: მიადგა ყველაზე სარფიან საქმეს, გამოცდილება აკოლია, თუ რა. მიუყრია და მიუყრია ადმინისტრაციაში  „წყალკანალებლები“, ზოგი მოხსნილი, ზოგი მოუხსნელი. „ბერია“ ყავს თურმე ერთი, რომელსაც ხალხის მოთხოვნა ევალება. „პრავი რუკაც“ ყოლია, სოფოჩკა, არაოფიციალური დირექტორი, სულ რო კვნესის, რა ვქნა, ჩემი  გასაკეთებელია ყოლიფერიო. ჩვენი კახუჩელა „პოდიუმზე“ წარსადგენად ექთნებს ეძებს თურმე. ეს რა გეიგო თქვენმა ქაიხოსრომ. ყოველ დილას ჩამოუვლის თურმე ერთი გადაპრანჭული ექთანი კოლეგებს აპა, თუ ხართ ჩაბანილ-ჩავარცხნილები, არ უყვარს ჩვენ უფროსს უპამადო, ჩასუქებული, დოუვარცხნელი ქალებიო. დიდუ-უ-უ! უძაღლო ქვეყანაში მართლა რავა დოუწყია კატებს ყეფაააა!

წამომჯდარა ჩვენი კახუჩელა კაბინეტში, მეტი რა საქმე აქვს, ჩართავს ვიდეოთვალს, ტრიალობს სკამზე და უთვალთვალებს ოთახებს, ფულს ხო არ იღებს ვინმეო (გაუკვირდება ვითამ). უცხოს რო მოკრავს თვალს, ეტაკება ტელეფონს, რეკავს და რეკავს, რა უნდა მადანა, ვინცხაა მაგი, ფულს ხო არ გაძლევთო. - არა, ბატონო, ავადმყოფის პატრონიაო, - აწკმუტუნდებიან თურმე დამფრთხალი მედმუშაკები.

ბნელმა ენებმა ისიც კი უთხრეს თქვენ ქაიხოსროს, დიდხანს არ გასტანს კახუჩელას ტრიალი სკამზეო. ეჰ!.. ვიღას ახსოვდა ბებერი ძვლების ტკივილი, ქე გამოვარდი თავქუდმოგლეჯილი იქიდან. ღმერთმა დამიფაროს მეორედ იქინა მისვლისგან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია