დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩემია - არავის ვაძლევ!
2010/05/04 13:44:48

დავბერდი კაცი და მაინც ვერაფერი გევიგე ამ დემოკრატიული არჩევნების! კომუნისტების დროს რო დევემწკრივებოდით მეზობლები ერთად, ჩოუშობდით ყუთში საარჩევნო ბარათებს და ქე ვიცოდით, ვისთვიზა მიგვეცა ხმა: ერთადერთი სათაყვანო კანდიდატი რა ძნელი ასარჩევი იყო. მარა ახლა? ამდონი არჩევნებიც აღარ გამიგია, აგია, ღარიბი ქვეყანა ვართო? ქე ვაწყობთ წელიწადში ხუთჯერ არჩევნებს. ა, ბატონო, გაზაფხულდა და 30 მაისს კიდო არჩევნებია, მთავრობაში გადახალისებაა საჭიროო, ძველებს ვადა გოუვიდათო.

ისთე, ცოტა მოგვიანებით დეიწყეს ქალაქში ფართხაფურთხი, რეიზა დააგვიანეს, არ ვიცი. ეტყობა, ხელისუფლება ფიქრობს, მაინც ქე მევიგებ და ჩემი აქტივისტები რეიზა შევაწუხოო!

კაი რამეა არჩევნები ისთე, ვარდების რევოლუციის მერე ქე გაგვილამაზეს ჩვენი ეზოის მიდამოები, პადვლებსაც შევავლეთ ხელი, აბა! გვაქვენ გამწვანებულ - გაბჟღვრიალებული საერთო ბინები კრუგში. ახლა ლიფტების ჯერი დადგა...

 იმას გეუბნებოდით, რაცხა იგვიანებენ კანდიდატები, ადრე უფრო იყო შემოტევები. გვეუბნებოდენ, მოგვეცი ხმა და ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. ახლა ქე ვზივართ გაბუსუნებულები და ვდარაჯობთ მორიგეობით მე და ჩემი მეზობლები პაპკიანების გამოჩენას. გუშინ, რავარცხა იქნა, ორი გოგო გამოჩნდა, რო დევინახე, სიხარულით გედვირიე კაცი, დავტრიალდით მეზობლები, გოდოუძახეთ ერთმანეთს, ვიფიქრეთ, მევიდა ლიფტების ბედ-იღბალი, გვეშველათქვა. მარა, რათ გინდა! პირდაპირ, ხისტათ მოგვახალეს: ხელი მოგვიწერეთო, პარტიას აღარ დავასახელებ. ერთი არ უკითხიათ, ხალხო, რა გიჭირთ, რა გილხინთო, აგია საქმე? მე და ჩემი მეზობლები კანდიდატის იმედად ლიფტის გაკეთებას რო ვაპირებდით, ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში. ქე ვიცით, ლიფტიზა როა გამოყოფილი ფულები, მარა, მერიაში რო მივაკითხეთ, ჯერ მეიცადეთო, მაგის ამბავს მერე გვეტყვიან, ახლა გვიანიაო და ასთე. მთლად რო დავჩაჩანაკდები და ოთახიდან ოთახში გამიჭირდება სიარული, მერე რაღათ მინდა ლიფტი მე, ა?

ეტყობა, ეკონომიკურმა კრიზისმა ნამეტნავად იმოქმედა კანდიდატებზე, ადრე ჯიბესქელები იყვენ და ახლა ჯიბეცარიელები მოდიენ... ალბათ, იმის იმედათ, რო ეევსებათ მალე, ვინცხა-ვინცხეების კრიშებათ რო გედეიქცევიენ! მარა მანამდე? კანდიდატებში ეგება ქეა ვინმე ისეთი, რო დეგვეხმაროს, ეხუტუნა ქაიხოსრო იმას.  აი, მთელი ხალხი გელოდებათ, მთელი ჩემი სამეზობლო. თუ არადა, არავის მივცემ ხმას, ხმა ჩემია და რასაც მინდა, იმას უზამ. ამას მარტო მე კი არა, მთელი სამეზობლო გეიძახის. აპა, თქვენ მერსედესებით და ჯიპებით იგრიალოთ და ჩვენ სახლებში ლიფტმაც არ ირიხინოს?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია