დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაფერ იშორებენ კლიენტებს ჩქარ-ჩქარა
2012/03/12 12:29:21

ჩემი მაკვარანცხი თავის ამბავი ხო იცით. ფეხის გადადგმაც არ მჭირდება, უკვე, ისთე მომდის მზამზარეული ამბები სახში.

ჩემი ქალიშვილი და მისი დაქალები წევიდენ საქეიფოთ 8 მარტს. ჯერ იყო და, სავსე დახვთერიათ ყველა კაფე, რესტორნის ფული კიდო ვინ მიცა მაგენს. მოედანზე „ბარაქა“ რო არი, იმას მიადგენ თურმე ბოლო იმედად. შესასვლელთან იმხელა კანაო ამოუთხრიათ თურმე, კი არ შესულან, შემხტარან შით. კაფეა თუ სახაჭაპურე (რესტორნამდე ცოტა უკლია), იქანე, რაფრაც იყო, ჩოუგდიათ ადგილი ხელში.

იმფერი ამბავი ყოფილა თურმე, ცოცხალი რიგი მდგარა. მტრისას, ვინც რაღაცისთვის ადგებოდა, გაციებას არ აცლიდნენ მის სკამს.

რავარცხა იყო, დოუწყიათ ქალებს ქეიფი, ცოტა სასმელიც ქე დოულევიათ (ეპატიებათ ეს ერთი დღე), დოულევიათ და, ბოდიში მომითხოვია, მონდომებიათ იქინა შესვლა, სადაც მეფენი თავის ფეხით მიდიან. რავა დეიბენით, ტუალეტს ვგულისხმობ. მარა, ნურას უკაცრავად, ჩარაზული არ დახვედრიათ კარები კლიტით? მიმტანისთვის უთხოვიათ დახმარება. ვერაფრით დეგეხმარებით, უფროსმა ჩაკეტა გასაღებით ტუალეტის კარი და სახში წავიდაო. სიმწრის სიცილი ატეხიათ ბოვშებს (ორმოცამდე წლის გოგოებს), სახში გიჟივით შემოვარდა ჩემი ბოვში და, სული რო მეითქვა, მერე მოყვა ეს ამბავი.

ქაიხოსროს რას გამოაპარებ, იმ წუთას მივხვდი, რატო ჩეიდინა იმ „ბარაქას“ უფროსმა აგი ამბავი: მალე უნდოდა კლიენტების თავიდან მოშორება, კიდო და კიდო რო მიეღო სხვები და ბევრი ფული ეშოვა. საქმეა ახლა ეს? შარდის მოკავებაზე მაინც არაფერი სმენია იმ „ბარაქის“ უფროსს? შე მამაცხონებულო, ჭამა-სმის ობიექტი რო გაგიხსნია, ელემენტარული აღარ იცი? გააღე, თუ კაცი ხარ, მაგ ჩასკვამული ტუალეტი, თუ არა, მალე აღარც იმ ღია კარებში შემოგივა ვინმე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2802
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია