დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები
2009/11/09 13:50:13

სიმართლე გითხრათ, კი შემეშინდა ამ ღორის გრიპის! რა ამბავია, კაცო, უკრაინაში, ხალხი იღუპება გრიპით და მთავრობა იძახის, რა ღორის გრიპი, ჩვეულებირვი გრიპიაო. ამაზე ვიყავი გუშინ ჩაფიქრებული და მიუყვებოდი ამ წვიმაში ქუთაისის გადათხრილ ქუჩებს და უცებ წინ გადამიდგა ჩემი ბიძაშვილი, ძლივს ვიცანი, ისე იყო კაშნეში გაფუთნული. რა იყო, ბიჭო, აჩიკო, რა დაგმართნია-თქვა და ასე მითხრა, რა ვიცი, ქაიხოსრო, გავცივდი მეც და ჩემი ოჯახიც და აგერ აფთიაქში ვიყავიო - მაჩვენა წამლების უშველებელი ფუთა.  თან დააყოლა, მთელი ერთი თვის ხელფასი ამ წამლებში გედევიხადეო. მაინც რამდენი-თქვა და მითხრა, ნუ მკითხავ, ქაიხოსრო, ერთ პატარა აბში ლარი გედევიხადეო. წარმეიდგინეთ ახლა და თქვენ თვითონ გამეიანგარიშეთ, ოთხსულიან ოჯახში ყველა რო ავადაა, გრიპი აქვთ და ყველას წამალი ჭირდება, მინი მკურნალობა რო ჩეიტარო, იმ თვეში მშიერი უნდა დარჩე.

ამეშალა ნევრები, თუ ბიჭი ხარ, ნუ აგეშლება: ქუთაისში საითაც არ უნდა გადადგა ფეხი ყველგან აფთიაქია და ფასებს უბრახუნებენ, ნუ იტყვი. ცეცხლი უკიდია ყველაფერს. ავად რო გახდები, ჯერ ჯანმრთელობა უნდა იტირო და, მერე იგი, წამლის საყიდელი ფული საიდან გაახერხო. მე შენ გეტყვი და რამე შეღავათს გაგიწევს ვინმე, ვის რაში ედარდები, ვის რაში ეპიტნავები - მთავარია, მაგენმა მოხიკონ ფულები და გეისქელონ ჯიბეები და სხვა რამე არ ადარდებთ. სულ იმის ცდაში არიან, წაგტყაონ და წაგღლიტონ რამე.

თან კიდო, ხო იცით, ექიმები რო არიან შეკრულები ფარმაცევტულ კომპანიებთან: გამოგიწერენ წამალს და თან დაგაკვალიანებენ გინდა თუ არა, ამადა ამ აფთიაქში უნდა იყიდოო. იმგენს აჩვენებ ექიმის ამოწერილ რეცეპტს, ჩეინიშნავენ ექიმის გვარს და უყოფენ მერე მოგებებს. ან დასასვენებელ საგზურებს უჩალიჩებენ. ყველა თავისი თავის მოგებაზეა, ხალხზე არავინ არ ფიქრობს.

ახლა კიდე ახალი კანონი რო შემოდის, ხო იცით: წამლები ჩვეულებრივ სუპერ-მარკეტებში რო გეიყიდება! ეს გვაკლდა და ესეც გვექნება. წაგვიღებს წამლები, თან მაგენის ხარისხს და ვარგისიანობას არც არავინ იკითხავს და არც არავინ გამეიკვლევს.

ღორის გრიპი კი აგერ, ე, კარის ყურეშია მოსული და როდის შემოგიტევს და დაგერევა, კაციშვილმა არ იცის, ამის მერე, კიდე მეტყვიან, ქაიხოსრო, ტყულა იშლი ნევრებსო?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია