საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აფსუს, ლაღიძის წყლებოო!
2010/06/21 13:07:08

ამ პაპანაქებაში წევიყვანე ჩემი შვილიშვილები ბულვარდში, ფანტანთან გაგრილდებიან ბოვშები თქვა. ვიჯექი სკამეიკაზე და გავყურებდი ბანკის მშენებლობას. აფსუს, აქანე, ამ შენობის პირველ სართულზე რო იყო ლაღიძის წყლები! კაი იყო ღმერთმანი. შეხვიდოდი, პაწა რიგში ქე მოგიწევდა დგომა, მარა, სამაგიეროთ, არჩევანი ფართო იყო. რა მიყვარდა მერე ტარხუნა, ალუბლის, ნაღები -შოკოლადით, ლიმონით, რამდონნაირი იყო და რა გემრიელი, აფსუს!!

გვერდზე ბონდოია მომიჯდა, ისიც კაი ასაკისაა, ჩემი არ იყოს. ვკითხე, გახსოვს, ბონდოია, ლაღიძის წყლებზე რო ვეპაიჟებოით ერთმანეთსთქვა?

- მახსოვს, ჩემო ქაიხოსრო, აპა, არა? რა დამავიწყებს მაგის გემოს. კიდო „სლაიონი“ ხაჭაპურიც ქე დაგვიყოლებია წყალზეო.

- რავა გაქრა მიტროფანე ლაღიძის წყლები საქართველოდან, აგია საქმე? ისთე მე თუ მკითხავ, აგერ, აქანე უნდა იყოს ბაღში. მაგის ადგილი არაა, თუ? ხო ხედავ აგერ შემოღობილს, წყალი მაინც გაყიდონ კაი, გეიჭყიპენ ჩემი შვილიშვილები კოკა-კოლას ნასვამი, ცარიელი ქიმიით.

- ქაიხოსრო, ნუ გეშინია, აგერ თამარ მეფეზე გეიხსნა, ამ დღეებში დევინახე წარწერაო, მითხრა..

ბონდოიას ამ სიტყვებმა ცოტა გული მომითბო, მარა რო ვნახე სად იყო შეჭუჭკული, გული  მეტკინა - ჰაი დედასა, ჩემო მიტროფანე, რა გიყვეს ეს! ამის ღირსი იყავი? რა მენდლები გქონდა მიღებული მერე საზღვარგარეთ, აგია საქმე? რა სიმდიდრის პატრონები, რას ვსვამთ, უნდა გვრცხვენოდეს. მარა რას იზამ, ესეც ჩვენი ბრალია! ხილს მოკრეფა უნდა, მიტანა, დამუშავება, მუშახელია ამიზა საჭირო. არადა, ხალხს გორისკენ ხილი ულპება და ვერ ყიდიან. იოლი გზა გამეინახა, ჩაყარე წყალში ფხვნილი და ა, ბატონო, შენ ნაირ-ნაირი ლიმონათი. ბოვშები რო დალევენ  ტუჩებზე ქალის პამადასავით კაი ხანს რჩებათ ქიმიის  კვალი!

აფსუს, მიტროფანე ლაღიძე, ჭოლეველო ბიჭო, რა განძი დატოვე და რას ვერ მოვუარეთ, აფსუს...

გამოჩდება მერე ვინცხა უცხოელი, იყიდის ჩვენი მიტროფანეს რეცეპტებს და დეიწყებენ გამოშვებას, ჩვენ კიდო ვიტრაბახებთ - ჩვენი, ქართული არისო, არ გვეხერხება მაგი თუ? ისთე თუ უკვე არაა გაყიდული, მაგიც საკითხავია. აპა, თქვე დალოცვილებო, მითხარით, ლაღიძის წყალს რო დალევს ადამიანი, იგი სხვა წყალს იყიდის?

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია