დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერია გადა-მერია?
2012/06/11 13:20:04

იცოცხლე-თქვა, კაია ახლის შენება და ქალაქის გალამაზება, მარა ისიც ქე უნდა ისწავლოთ, ბაბულიებო, სად რისი გაკეთება ჯობია და რატო.

ერთი, იმ კაცის ტვინში ჩამახედა, ნეტაი, ვისაც აზრათ მოუვიდა სულმნათი აკაკის და ზაქარიას ძეგლების გვერდით, ბოდიში მომითხოვია და, ჩეჩმის აშენება! კი, ტუალეტი რავა არაა საჭირო, მითუმეტეს - ამხელა ბაღში, სადაც ამდონი ხალხი მიდი-მოდის, მარა, არ უნდა შეარჩიოთ, კაცო, სამაგისო ადგილი? იქინე რო რაცხა შენობა დგას - სახაჭაპურე თუ საყავე, იმის უკან მაინც აგეშენებიათ!

მე თუ მკითხავდით, თქვენს ბებერ ქაიხოსროს, თლა მიწისქვეშ გავაკეთებდი, კოხტა ჩასასვლელით, ბუჩქ-ყვავილებითაც შემოვრაგვავდი იქოურობას და მისანიშნებელს დავდგამდი. ასთე არც ჩვენი განთქმული ბაღისკიდე დარჩებოდა შეგინებული და არც ასე სამარცხვინოთ, ქვეყნის დასანახათ შევიდოდა მოსაშარდავათ თავმოყვარე კაცი.

აკაკი არ იყო, რო წერდა, ქუთაისის პარლამენტია მისი ბაღისკიდეო? ახლა, რახან ახალი პარლამენტი აგვიშენენ, ძველი აღარ გვინდა და მოვიძულოთ, ხო, ჩვენი განთქმული ტრადიციები?

ეს ბულვარი, ბიჭებო (თქვენ გეუბნებით, მერიაში რო მუშაობთ), ისტორიულია და თუ არ გოუფრთხილდებით, თქვენ ნამუსზე იყოს!

რავა, ზალაში, მაგიდის ახლოს დადგამდით თქვენს ოჯახებში უნიტაზს? ხოდა, ქუთაისის ზალა და სასტუმრო ადგილია სწორეთ ეს ბაღისკიდე, აკაკის, ზაქარიას ძეგლები, და ქე უნდა იცოდეთ მაგათი ადგილი და ფასი!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია