დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატო გემეპარა გუშინ მარშუტკაში...
2011/04/27 12:22:30

ეს რა დემემართა გუშინ მარშუტკაში...

ისთე იჯანჯღარა თქვენი დამაწყევარის გვერდებმა, რავარცხა თქვენმა ქაიხოსრომ „ისიამოვნა“ გადასწრებაზე მყოფი მძღოლის წყალობით! ვიყავი ჩამოპორწიალებული რაცხაის ტარზე და ხან აქეთ ვქიანობდი ე დროული კაცი და ხან - იქეთ. მე შენ გეტყვი და, დამითმობდა ვინმე ადგილს, დაბრძანდი, ბაბუაო! არა, ჩემ ოჯახობას თუ დოუჯერებთ, ქე გამევიყურები წიწკვი ბიჭივით, მარა ფეხებში რო გამაქვს ყანყალი, ეს ვითამ არ იცის ნაზიკიამ!

მოკლეთ, ვაქანავებ მთელ სხეულს და სულ ახლოში მჯდომი ბიჭის და ახალგაზრდა შოფრის ლაპარიკს, უნებლიეთ, თავიდან ბოლომდე ვუსმენ.ბიჭოო, ის მგზავრი ეუბნება, იქინე, გაჩერებაზე, რატო არ დააყენე ე მარშუტკა ცოტა ხანს და შენ წინ რო გრიშაიე ჩამოდგა, არ აცალე იმას დაძვრაო.“ ვაი შენ პატრონს! - სიცილით უთხრა შოფერმა, - მაგი დრო, წუთებში რო გვქონდა გრაფიკი, კაი ხნის წასულია. ახლა ვინ უყურებს დროს და ტარიფს, ლიშბი გაასწრო ვიღაცას და მგზავრი წაართვა. მე რას უშობი 34 ნომრებს, იცი? - სულ სინზე გამბული ძაღლებივით ვარბენიებ აქეთ-იქით, კიდო - 35-ს და 50-სო. აპა, რაი, ვინცხა იმის არ იყოს, ცხოვრება ასეა, ვინც ხათრიანი და პატიოსანია, ქე იჩაგრებაო.“

ამ რაკეტასავით გაქროლებულ მარშუტკაში საცოდავად მოქიანე თქვენ ქაიხოსროს გული ქონდა აჩქარებული და, რავა გაგიმხილოთ, ლაჯებში სისველეც ქე ვიგრძენი, მარა... ისთე, რავა გგონიათ, ბაბულიებო, ჩემისთანა მგზავრები თუ ეცოდებათ ამ გასწრება - გადასწრებაზე გამეცადინებულ ვაჟკაც შოფრებს?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია