დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაია ეს შავი ხვინჭკები, „კრანიდან“ წამოსულ წყალში რო დატიპტიპობს?
2011/05/03 12:54:15

მევიდა ზაფხული, ბაბულიებო, და რაფრაც ამბობენ, ცხელი იქნება ნამეტნავადო. იმნაირი ზამთარი გვქონდა, რომე, სულ თუ არ გედევიხრუკეთ, სიცხეს ვიღა ჩივა. ხოდა, ახლა, ამ დღეებში, ქე რო ჩემი ოჯახობა არ იყო სახლში, მევიდა წყალი. კი ვითრიე წელი, რა ზიდავს ამ ვედრებს-თქვა, მარა ისედაც გრაფიკით თუ რაცხა ოხრობით მოდის ორ დღეში ერთხელ და, რო არ მემემარაგებია, თლა უწყლოდ დავრჩებოდით. ქე დევიწყე ფუსფუსი და საქმიანობა კრანთან. ავავსე ერთხელ ეს ვედრო, ვხედავ - შავი რაცხეები არ ყრია შითე? დევიწყე თავიდან, მეორედაც... ქე დატიპტიპობს ეს შავი ხვინჭკები ვედროში. მესამედაც ასთე რო ქნა, მემეშალა ნერვები და დავანებე თავი. ქე დავრჩით ორი დღე უწყლოდ და ჩემი ცოლიც გვარიანად მეჩხუბა, შე კაცო, რავა, პირველად ნახე მაგფერი ამბავი, თუ რავაო?

სულ შემძულდა ყველაფერი, რაღა დავმხჩვალვარ და რაღა მაგ ხვინჭკიან წყალს მოვუკლივარ. ჩემმა მეზობელმა ჯემალიამ მითხრა, მაგი იმის ბრალია, ალაგ-ალაგ ქე რო ძველი ტრუბებია ჩაყრილიო. ნაჩვრეტებში ეპარება ათასნაირი სიბინძურე და ჟანგიო... ასთეა ვითამ?

ერთი წყალი ქონდა ამ ქვე-ყანას ხეირიანი და მაგასაც აღარ გვასმევენ, ბაბულიებო, ნორმალურს? მაგიც თუ საყიდელი მექნა ახლა მაღაზიაში, ე, მაშინ ვატარებ კაი დროს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია