საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ამონტაჟებენ კამერებს თბილისის სამარშრუტო ტაქსებში?
2013/03/04 18:09:39

დედაქალაქის  სამარშრუტო ტაქსებში  „ თბილისის მიკროავტობუსის“  ხელმძღვანელობა კამერების დამონტაჟებას იწყებს. ამგვარი გადაწყვეტილება  კომპანიამ მძღოლების პროტესტის  საპასუხოდ მიიღო. მძღოლების საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან იანვარში დაიწყო და მათი ძირითადი მოთხოვნა ყოველდღიური გეგმის შემცირება იყო.  კამერების დასამონტაჟებლად გამოცხადებულია ტენდერი,  მონაწილეობის სურვილი, ამ ეტაპზე, 5-6 კომპანიამ გამოთქვა. კომპანიების ვინაობას კი არ ასახელებენ.

„ ეს კამერები  ყენდება  მგზავრთა, უსაფრთხოების, კომფორტის და მონიტორინგის მიზნით. სამარშუტო ტაქსის  მძღოლები აპროტესტებენ,  რომ მათი ყოველდღიური შემოსავალი დღიურად განსაზღვრულ გადასახადზე ნაკლებია. კამერების დაყენების შემდეგ,  თუ ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამს, დაითვლება მგზავრები და მძღოლების დღიური შემოსავალიც დადგინდება“ ; -  განაცხადა კომპანიის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ასანიძემ .

ასანიძის თქმით, თბილისში სულ  194 ხაზი და 1800 მანქანაა. აქედან კამერების დაყენებაზე ორმოცდაათი უარს აცხადებს. „ თბილისის მიკროავტობუსის“   დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას, თითქოს კამერები მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მონტაჟდება, მძღოლთა ნაწილი პასუხობს.

 „ სინამდვილეში მგზავრთა უსაფრთხოება არაფერ შუაშია, ეს ჩვენს გასაკონტროლებლადაა მოგონილი“ .

ახალ ინიციატივაზე მძღოლთა უმეტესობა კომენტარს არ აკეთებს, რამდენიმე მათგანი კი ასე ფიქრობს: „ ჩვენი ყოველდღიური შემოსავალი დღიურად განსაზღვრულ გადასახადზე ნაკლებია. გააჩნია ხაზს. აქციებზე ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო,  გადახედილიყო ყველა ხაზზე გეგმა და გადასახდელი თანხა ამის მიხედვით დაედგინათ. მოლაპარაკება კომპანიასა და ჩვენს შორის შედგა. ქრონომეტრაჟი პირველ მარტამდე ჩატარდება“.

 „ პოსტსტკრიპტუმი“  მგზავრების პოზიციითაც დაინტერესდა  და მათი ნაწილი გამოკითხა.

დედაქალაქის მოსახლეობა ამ ინიციატივას სხვადასხვაგვარად აფასებს. თბილისში მცხოვრები მაკა ჯოხაძე მიიჩნევს, რომ მიკრო ავტობუსებში კამერების დამონტაჟება  აუცილებელი არაა. „მგზავრთა უსაფრთხოების პრობლემა, არა მგონია, დღის წესრიგში იდგეს. სულ არ სჭირდება მათ კამერები.  რამდენი მგზავრი გადაჰყავთ მძღოლებს, ისედაც კარგად იციან მერიაში. ტყუილად ხარჯავენ დროს და ფინანსებს. სჯობს მძღოლებს გეგმები დაუწიონ, რომ უკეთესი შემოსავალი ჰქონდეთ და „ მარშუტკები“ აღარ გადატენონ მგზავრებით!!!“; - ამბობს ის.

კამერების დამოტაჟების საჭიროებას ვერ ხედავს კახა მიხანაშვილიც, რომელიც, როგორც ამბობს, მიკრო ავტობუსებით არ მგზავრობს, მაგრამ ამ ინიციატივას, როგორც დამატებით ხარჯებს ისე აფასებს. “ ეს ხომ დამატებით თანხებს მოითხოვს და,  თუ ამდენი ფული აქვთ, ტრანსპორტის ღირებულებას დაუკლონ“ ; - ამბობს კახა.

როგორც დავით ასანიძე აცხადებს, სამარშრუტო ტაქსებში კამერების მონტაჟს  6 - 7 თვე დასჭირდება.  ამჟამად, მიმდინარეობს ქრონომეტრაჟი  ( სამუშაო დროის ხარჯვის შესწავლის მეთოდი).  რაც ამ თვის ბოლომდე დასრულდება.

 

მარიამ აფციაური

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია