დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გიორგობას ტრადიციული კონცერტით ხვდებიან
2009/11/20 14:04:05

23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისა და ვარდების რევოლუციიდან 6 წლისთავის აღსანიშნავად,

ქალაქ ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, ახლგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურთან ერთად, მთელ რიგ კულტურულ, სპორტულ თუ შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებებს გეგმავს.

ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სპორტული გარბენით აიღებს სტარტს და მოგვიენებით, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაგრძელდება, სადაც წარმოდგენილი იქნება, კლუბ „ღია ჩარჩოს“ თეატრალური წარმოდგენა სახელწოდებით „ილია მართალი“.

ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე ჟურნალისტ ხათუნა გედენიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. საღამოს დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართული ესტრადისა და „ჯეოსტარისა“ ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

„საკმაოდ საინტერესო კონცერტი იქნება, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობთ, მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებას წვიმის შემთხვევაშიც განვახორციელებთ.  თუკი იწვიმებს, ყველას ვურჩევ, მაინც მოვიმზადოთ ქოლგები და  მოვიდეთ მოედანზე ამ ძალიან კარგი კონცერტის სანახავად“, - აღნიშნა ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ხათუნა ცანავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია