დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნანა ჯორჯაძემ ქართულ ღვინოზე 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/07 01:16:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. ფილმის ავტორი და წამყვანია ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი.


ფილმი გახდება ქართული ღვინის საპრეზენტაციო და საპრომოციო მასალა, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მაყურებლისთვის. მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე.

 

ფილმის სერიები მიეძღვენება ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენებას და მის ნაირსახეობებს, ღვინის დეგუსტაციის წესებს, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, სხვა ღვინო-პროდუქტებს (ჭაჭა, ბრენდი, ცქრიალა ღვინო), მარნებს, მეღვინეებს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. სპეციალური სერია დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, უნიკალურ კერძებსა და მათ შეხამებას ღვინოებთან.

 

ფილმის სცენარისტია თამარ ბართაია. კონსულტანტები არიან გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები და ღვინის სპეციალისტები. ფილმის შექმნაში აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 7 მაისს, 13.30 წუთზე, ქორთიარდ მარიოტში (მე-3 დარბაზი) გაიმართება პრეს-კონფერენცია. მონაწილეები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე ლევან დავითაშვილი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი, ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და სცენარისტი თამარ ბართაია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია