ლამბერსექსუალი - ეს არის ახალი ტენდენცია მამაკაცურ სტილსა და მოდაში, რომელმაც უკვე მსოფლიო დაიპყრო.
მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური, ან ფლანელის კუბოკრული პერანგი), ოდნავ უხეში შესახედაობა.
ლამბერსექსუალი მამაკაცი საკმარისად დახვეწილიცაა: წვერი და ვარცხნილობა ძალიან მოვლილი აქვს, გემოვნებიანია და უყვარს ოჯახური სამზარეულო.
ლამბერსექსუალი მამაკაცები საქართველოშიც გამოჩნდნენ. ამ სტილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ატარებს.
სახელწოდება "ლამბერსექსუალი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "lumberjack" - "შეშის მჭრელი". სწორედ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ტყეებში მომუშავე შეშისმჭრელები - წვერიანი, ძლიერი აღნაგობის, უხეში შესახედაობის და უბრალო ფლანელის პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები გახდნენ ამ ტენდენციის შთაგონება.
წყარო: etanews.ge