დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისი კულტურის მინისტერიალს მასპინძლობს
2013/06/26 13:18:55

დღეს  კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალის შესახებ.

 

პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია; ევროკავშირის ელჩი, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  აღნიშნული მაღალი რანგის კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურის როლის წარმოჩენისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისათვის. ეს იქნება აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის კულტურის როლის გააზრებისა და ზოგადად, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ღონისძიება უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის შუალედურ შეფასებასა და განიხილავს სამომავლო გეგმებს.

 კულტურის მინისტერილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად იმართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა განათლების, კულტურის, მულტილინგვალიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარი ანდრულა ვასილიუ.

28 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ კულტურის პირველ მინისტერიალში ჩაერთვებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურის მინისტრები.

საერთო ჯამში კონფერენციაში ჩართულია 20-მდე ქვეყანა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია