საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამოში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც მონაწილეობდა
2018/12/19 01:43:00

ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

 

ღონისძიებაში სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც ჩაერთო.  გამოფენაზე მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები გამოიფინა, მათ შორის იყო  სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენლის, მარიკა ვაჭარაძის ორი ფოტოც.  აღნიშნული  ფოტოები ქუთაისის საკრებულოს წევრმა ამირან კოპალეიშვილმა და ვიცე გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა შეიძინეს.   

 

შემოსული თანხით განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა მოხდება. 

 

საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციულად ყოველი წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) იმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია