დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილი: „იმედი მაქვს, მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხს დაასაქმებს“
2013/02/13 23:58:29

ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საოლქო პროკურატურა სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. მერაბიშვილის გამოჩენას მის მხარდასაჭერად შეკრებილი აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

„მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ სოციალურ აგენტს, რომლებიც უკვე დაკითხეს და რომლებსაც მომავალში დაკითხავენ. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სამუშაოსათვის, რაც მათ გასწიეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაახლოებით 2 ათასამდე ის აგენტი დაკითხეს, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა პროგრამაში იყვნენ ჩართულები. აგენტები 6 ათასზე მეტ ოჯახში იყვნენ და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბაზა შეადგინეს. ეს მთავრობა არ ფიქრობს ხალხის დასაქმებაზე. იმედი მაქვს, ქვეყნის ხელისუფლებაში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხს დაასაქმებს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყანას არ გადააყოლებს.“- აღნიშნა მერაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურაში იგივე თემაზე დაკითხვაზე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამად, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილიც იმყოფებოდა.

შეგახსენეთ, რომ საქმე საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას ეხება. პროგრამის მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ საქართველოს ყველა რეგიონში დამატებით კონტრაქტები 21 837 პირს გაუფორმდა. მათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, თუმცა როგორც პროკურატურა აცხადებს, მათ არავინ დაუსაქმებიათ და ამ მხრივ რაიმე სახის საქმიანობაც არ გაუწევიათ. მიუხედავათ ამისა, მათ ხელფასის სახით 240 ლარი მაინც მიიღეს.

"ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 240 880 ლარი"- აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატორის ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არასერიოზულსა და აბსურდულს უწოდებენ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია