დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი ქუთაისში
2013/07/06 23:21:44

დღეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანია და მისმა  მოადგილე შოთა მურღულიაზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე  მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოები მოინახულეს.

 

ზესტაფონი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება 2013 წლის დეკემბრის  ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ხოლო  ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობა 2014 წელს  უნდა დასრულდეს.  

ამ ეტაპზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ნახშირღელე-გეგუთის 17 კილომეტრიან და გეგუთი-სამტრედიის 19 კილომეტრიან მონაკვეთზე. მშენებარე ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე, ასევე,  დაგეგმილია 4 გზაგამტარისა და 4 ხიდის, მათ შორის - ერთი 800 მეტრიანი ხიდის მშენებლობა.

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის ჯამური ღირებულება 360 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე წელს 93 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ტოდინი ტაკენაკა კომპანიებთან - აკორდთან და ბორანი მაინინგთან ერთად ახორციელებს. როგორც კონტრაქტორი კომპანიები აცხადებენ,  მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ამ მხრივ შეფერხება არ აქვთ. ამ დროისთვის დაგეგმილი სამუშაოების 60%-ზე მეტი უკვე შესრულებულია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია