დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ მხოლოდ ერთ თვეში 48 ტენდერი გამოაცხადა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/12 12:49:31

პირველი იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ქუთაისის მერიამ 48 ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მურღულიას განცხადებით,  გამოცხადებული ტენდერაბის საერთო ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის რაოდენობას.

 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის პირველ თვეში გამოცხადებული ტენდერები უპრეცედენტოა. წინა წლის  ამ პერიოდში გამოცხადებული ტენდერების ღირებულება მხოლოდ 5 მილიონ ლარამდე იყო, რის განხორციელებასაც ქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი თანხები მოვიზიდოთ ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება. ამ დროისათვის გამოცხადებული ტენდერები, ძირითადად, გამოცხადებუილია გზების კეთილმოწყობასა და ორმულ შეკეთებაზე, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აქტიურად შევუწყობთ ხელს წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების სრულად ამუშავებას. რიგი ოპოზიციური ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ქალაქში ამ დროისათვის არცერთი პროექტი არ ხორციელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყოველი თვის ბოლოს წარმოვადგენთ გამოცხადებული ტენდერებისა და კონკურსების შედეგებს.“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია