დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი დაიწყო
2013/06/25 14:09:30

საჯარო სკოლებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი წიგნების გადაცემის პროცესს თბილისის 53-ე  საჯარო სკოლაში გაეცნო.

წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან  სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს  წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა უკვე დაბეჭდილი.

საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი 18 ივნისს დაიწყო. სახელმძღვანელოთა 50%  ზესტაფონის, ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს უკვე გადაეცათ. სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50 პროცენტი გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.

სკოლებისათვის წიგნების  გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში, ხარვეზების გარეშე ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია